x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
დიდი 10 | 21:0 "ბაგრატი " " ხარების " წინააღმეგ და პირველი მოგება ამ სეზონზე
image

ქუთაისის ‘ბაგრატი’ რუსთავის ‘ხარებს’ შეხვდა და ამ თამაშით რუსთავის გუნდის8-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა, რითაც თანაქალაქელი ‘აია’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერად დატოვა.

ქუთაისის ‘ბაგრატი’ რუსთავის ‘ხარებს’ შეხვდა და ამ თამაშით რუსთავის გუნდის 18-მატჩიანი გამარჯვების სერიაც დასრულდა. თანაქალაქელი ‘აია’ კიდიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერად დატოვა.

რუსთაველებმა გასულ სეზონში პირველი ლიგის 14-ივე თამაში მოიგეს და უძლიერესთა შორის დაბრუნებულებმა ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვეს. ახალი სეზონის სტარტზე ოთხივე შეხვედრა დათმო ‘ბაგრატმა’, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშს ქუთაისელები მობილეზებული შეხვდნენ და პირველი გამარჯვება ჩაიწერეს.



გუნდებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს, მაგრამ მალევე შეცდომები მოუმრავლდათ და ტემპი დავარდა. შესაბამისად, ანგარიში მხოლოდ 32-ე წუთზე გაიხსნა - ზვიად ოდიშარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. შესვენებამდე მანვე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა: სერგი კვერნაძემ მეტოქის 22-ში ფეხით ითამაშა, ბურთს ოდიშარია დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად ლელომდე დარჩენილი რამდენიმე მეტრი დაფარა. მისი გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი ‘ბაგრატმა’ 8:0 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ოდიშარიამ ორი ჯარიმა გაიტანა და გუნდისა და პირადი მონაგარი 14-მდე გაზარდა. ‘ხარებმა’ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოუვიდა და 68-ე წუთზე ლელო თავად გაუშვა: 5-მეტრა შერკინების შემდეგ ჯუმბერ ბალანჩივაძემ დაარტყა, ის ხაზზე შეაჩერეს, თუმცა გიგი ლეშკაშლმა რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ოდიშარიამ მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა - 21:0. დარჩენილ დროში მასპინძლებმა პრემიალური ლელოსთვის გაიბრძოლეს, მაგრამ ‘ხარებმა’ ამის ნება არ მისცა და საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

გუნდის მთავარმა მწვთნელმა ბექა სულუხიას ვარჯიშებმა და გეგმებმა მიზანს მიახწიეს. ბიჭებმა ბევრი იბძოლეს რათა ამ თამაშზე წარმატება მოეპოვებია

ხვალ გაიმართება ბაგრატი-არმის თამაში ქუთაისში აია არენაზე 15:45 წუთზე

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0