x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა შვედეთში დაქორწინდნენ?

imageჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი რენატა ლიტვინოვა და რუსი როკ მომღერალი ზემფირა შვედეთში დაქორწინდნენ, ამის შესახებ იუწყება იუწყება РЕН-ი.


შვედეთში 2009 წლიდან მოქმედებს კანონი, რის მიხედვითაც ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია.image

როგორც ტელეარხის ვებგვერდი იუწყება, საქორწინო ცერემონიის შემდეგ 50 წლის ლიტვინოვა და 41 წლის ზემფირა (რამაზანოვა) საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ, ჯერ მოინახულეს სტოკჰოლმი და შემდეგ ტალინში წავიდნენ.


თუმცა, როგორც "КП" აღნიშნავს ინფორმაცია, რომელიც გამოჩნდა მედიაში - ნამდვილად ახალი ამბავი არ არის. გამოცემა აღნიშნავს, რომ "ჭორებმა ვარსკვლავების დაქორწინების შესახებ 8 წლით დაიგვიანა" და იურიდიული თვალსაზრისით, ლიტვინოვა და რამაზანოვა ვერ იქორწინებდნენ შვედეთში.

მომღერალი და რეჟისორი ხშირად მუშაობენ ერთად. ზემფირა ლიტვინოვას რამდენიმე ფილმის მუსიკის ავტორია, აგრეთვე ლიტვინოვამ ზემფირას რამდენიმე კლიპი გადაიღო.

image

რენატა ლიტვინოვა სანამ ზემფირას შეხვდებოდა ორჯერ იყო მამაკაცზე გათხოვილი. მეორე ქმრისგან მას ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ახლა16 წლისაა.
სოციალურ ქსელებში მათ არ აქვთ დადებული ფოტო, რომელიც დაადასტურებდა ასეთ მნიშვნელოვანი მოვლენას.

რენატა ლიტვინოვას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეჟისორი აპირებს უჩივლოს გამოცემას ცილისმწამლებური ინფორმაციის გავრცელების გამო.

image

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0