x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„სეზონური ფოტოდღიური" - ქართველი ცოლ-ქმრის ფოტო-პროექტი
image

„სეზონური ფოტოდღიური" - ასე ეწოდება ორი ახალგაზრდა წყვილის ფოტოალბომს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპილარიზაციას ემსახურება.


წყვილმა დავით და ეკატერინე ხელაშვილ-მამათავრიშვილებმა ეს პროექტი ერთი წლის წინ დაიწყეს. საქართველოს ირგვლივ მათ უამრავი საინტერესო და სანახაობრივი სურათი გადაიღეს. ფოტოების ერია ცხადყოფს, თუ როგორ იცვლება ბუნება და ლანდშაფტი მთელი წლის განმავლობაში.


როგორც ეკატერინე ამბობს, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი კურორტ ბახმაროში ისვენებდნენ.



„წელიწადის დროის მიხედვით ჩვენ ვირჩევთ ადგილებს და ფოტო-გმირებს. ისინი არიან ადგილობრივი მოსახლეობა, რომელებიც კამერის წინ გვიზიარებენ საკუთარ ემოციებს"- განაცხადა მან ინტერვიუში.


ფოტოგრაფთა ოჯახში მიიჩნევენ, რომ მათი მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, ვინაიდან მათ აქვთ საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში და სწორედ ეს გვერდია უცხოელი ტურისტებისათვის მთავარი გზამკვლევი.


„ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა საკუთარ ქვეყანაში დაიწყონ მოგზაურობა - ეს ჩვენი მიზანია. საქართველოში ბევრი ჯადოსნური ადგილია, რომელთაგან ზოგიერთი ბევრისთვის ცნობილი არ არის" - ამბობს ეკატერინე.

1.image

2.image

3.image

4.image

5.image

6.image

7.image

8.image

9.image

10.image

11.image

12.image

13.image

14.image

15.image

16.image

17.image

18.image

19.imageimage

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
2 - ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, დროა სიმართლე გაიგოთ
3 - მკვდარ გემზე არსებულმა სანახაობამ მეზღვაურები შოკში ჩააგდო
4 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
5 - გოგონამ და მისმა ძაღლმა თხა და მისი პატარა თიკანი გადაარჩინეს - ამით კი ინტერნეტ გმირები გახდნენ!

1
318
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
318
  
2017, 6 ოქტომბერი, 11:26
ძალიან საინტერესო პროექტია და ულამაზესი ფოტოები... მართლა რამდენი რამაა სანახავი....
0 1 1