x
მეტი
  • 22.10.2017
  • სტატია:70244
  • ვიდეო:323092
  • სურათი:424411
" ვწერ იმიტომ, რომ წერა აზროვნების პროცესია" - ნინო ბაისონაშვილი

სიცოცხლე მისთვის - მუდმივი ძიებაა. როგორც თვითონ ამბობს, ის არის, ვინც არის. არ უყვარს თამაში, თვალთმაქცობა, მაამებლობა და უბრალოდ არც გამოსდის.


image


გაიცანით Intermedia.ge-ს ავტორი - ნინო ბაისონაშვილი


- ნინო, მოგვიყევით თქვენ შესახებ.


- პროფესიით ვარ ევროპისმცოდნე და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვუშაობ შ.პ.ს. “ჯორჯიან სერვის ჯგუფში“ უცხოელ კლიენტთა მოსახურების სპეციალისტად.


- როგორ მოხვდით ინტერმედიაზე?


- Intermedia.ge-ს შესახებ ფლაერების საშუალებით გავიგე. ძირითადად, წაუკითხავად მოვისვრი ხოლმე ურნაში (ცოდვა გამხელილი სჯობია), მაგრამ ეს არ გადავაგდე. სწრაფად ჩავიკითხე, მაშინ სოციალურ მედიაზე ვაგროვებდი ინფორმაციას. მახსოვს, 2011 წელი იყო. პროექტი მიმზიდველი და ორიგინალური მომეჩვენა, რაც რეალობა აღმოჩნდა. მალევე მივხვდი, რომ მოაზროვნე ადამიანთა ვირტუალურ გარემოცვაში აღმოვჩნდი და ძალიან მომეწონა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ეს მაიძულებდა ბევრი მემუშავა საკუთარ თავზე. მხოლოდ ჯანსაღ გარემოში ხდება ასე, ასეთ გარემოში გრძნობს ადამიანი თავს იძულებულად იზრუნოს თვითგანვიათარებაზე.


- როგორ შეაფასებთ ინტერმედიასთან 6-წლიან ურთიერთობას?


ინტერმედია არასდროს ყოფილა ჩემთვის, ჩემი საქმიანობის მეორეხარისხოვანი სფერო. მე რომ ამ საიტისთვის ვწერ, ნიშნავს იმას, რომ უკვე რაღაც პროდუქტს ვქმნი, სამოქალქო მედია პროდუქტს ვთავაზობ ფართო მკითხველს, ჩემი მასალები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომხმარებელს შეიძლება ჩაუვარდეს ხელში და მან უნდა იგრძნოს, რომ ავტორმა მისთვის იშრომა.


ეს არის უნიკალურ პლატფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ისაუბრო იმ თემებზე, რომლისთვისაც ვერ იცლის ტრადიციული მედია, არ ინტერესდება, გასაგები ან გაუგებარი მიზეზებით არ აქცევს ყურადღებას.


- ვწერ იმიტომ, რომ...

ვწერ იმიტომ, რომ წერა აზროვნების პროცესია, უსიტყვო მონოლოგიც და დიალოგიც იმავდროულად. ადამიანი წერას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როცა სავსეა. ამ კონდიციამდე მისვლას დრო სჭირდება, სათქმელი ჯერ გროვდება, აბურდულია, ბოლოს იწყებს დალაგებას და დასრულებული ფორმით გადადის ქაღალდზე.


- ნინო, რას ურჩევთ ახალ ავტორებს?

ახალ ავტორებს ვეტყოდი, რომ წერონ, წერონ, როგორც ეწერებათ და იგრძნობენ დღიდან დღემდე კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე როგორ გაიზრდებიან. მთავარია, წერონ.

პროექტი უნიკალურია. საქართველოში დღეს ნამდვილად არ არსებობს ამნაირი პერსპექტივისა და დიაპაზონის სივრცე, მუდმივად ვითარდება და ეს ნებისმიერი პროექტის წარმტების ოქროს წესია. რაც მთავარია, ის არ ემსგასება ბულვარულ მედიას, არ ეწევა არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან იდეოლოგიის პროპაგანდას. ამასთან მეტად მრავალფეროვანია, იმიტომ, რომ მას მომხმარებლები ქმნიან.


- რას უსურვებთ ინტერმედიას?


ინტერმედიას ვუსურვებ ბევრ ახალ, კარგ და ნიჭიერ მოქალქე ჟურნალისტს. მე დროსთან ერთად გამიჩნდა იდენტობის გრძნობა. ინტერმედიელები თითქოს ჩემიანები არიან. როდესაც სოცქსელში სტატიას ვხედავ, სათაურიც კი მეუბნება, ვიდრე წყაროს ვნახავ, რომ ეს ინტერმედია უნდა იყოს, ვცნობ ჩვენებურის ხელწერას.


- მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს რომ...


მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი უნდა ვიშრომო და ჩვენს მკითხველს ხვალ ბევრად უკეთესი და საინტერესო საკითხავი შევთავაზო, ვიდრე გუშინ იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს.


ესაუბრა ანი სპარსიაშვილი




2
228
14-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
228
  
12 ოქტომბერი, 10:49
ლიბერტალიანელო, გამაცინე :)))
შენ გენაცვალე ნინო! გლოცავ! მშვენიერი ადამიანი ხარ! ძალიან მიყვარხარ! გაიხაროს შენმა ოჯახმა! შენნაერი განათლებული ადამიანები გვჭირდება აქ! ეს ქვეყანა სწორედ იმიტომაა დანგრეულ ჩაფხრეწილი შენნაერ ტვინიან ხალხს რო იკიდებენ ფეხებზე ფანატიკები და პოლიტიკანები.
0 1 2