x
image
melody_inside
ამ ნამდვილი ამბის მიხედვით საშინელებათა ფილმი "ემილი როუზის 6 დემონი" გადაიღეს
image

ყურადღება! ეს სტატია შეიცავს ისეთ სურათებს, რომლის ნახვაც არ არის რეკომენდებული სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის!



ბევრისთვისაა ნაცნობი 2005 წელს გამოსული საშინელებათა ფილმი "ემილი როუზის 6 დემონი". გამოდიხარ რა კინოთეატრიდან, მიდიხარ სახლში დამშვიდებული იმ აზრით, რომ ფილმში მომხდარი საშინელებები მხოლოდ და მხოლოდ კარგად მოფიქრებული ისტორიებია და გამიზნულია მხოლოდ მაყურებლის მოზიდვისთვის.

მაგრამ ეს სულაც არ არის ასე: ფილმი ბნელი საიდუმლოებებითაა მოცული... იმის თაობაზე, რომ ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცის. და, როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც რეალობა გაცილებით საშინელია იმასთან შედარებით, რისი მოფიქრებაც შეეძლოთ რეჟისორებს და სცენარისტებს. ემილი როუზს სინამდვილეში ანა ელისაბედი (ანელიზა) მიშელი ერქვა. ის დაიბადა 1952 წელს ბავარიის სოფელში ლაიბფინგში. მისი მშობლები იოსები და ანა ძალიან რელიგიური კათოლიკები იყვნენ და ქალიშვილს სიმკაცრეში ზრდიდნენ.





ანელიზა ბავშვობაში იყო მოკრძალებული და ხშირად ავადმყოფობდა. მოგვიანებით კი გახდა სერიოზული, მშვიდი და მეგობრული გოგონა. მშობლებთან და სამ უმცროს დასთან ერთად კვირაში რამოდენიმეჯერ დადიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა.




16 წლის ასაკში მას ეპილეფსია აღმოაჩნდა. როდესაც მოგვიანებით ფილტვების ანთება დაემართა და დაავადდა ტუბერკულიოზით, იძულებული გახდა ნახევარი წელი ემკურნალა სანატორიუმში სასუნთქი გზების განკურნებისთვის.

როდესაც გოგონა დაბრუნდა სახლში, სასკოლო პროგრამას ჩამორჩა და მეორე წელს ჩარჩა კლასში, რის შედეგადაც თავისი მეგობრების წრე დაკარგა.






მკაცრმა მშობლებმა აუკრძალეს პირველ თაყვანისმცემელ ბიჭთან შეხვედრა და თანატოლ გოგონებთან ურთიერთობა. მას აკრძალული ჰქონდა ცეკვებზე სიარული და ახალგაზრდა ყმაწვილების გაცნობა. ანელიზა დღითიდღე ითრგუნებოდა და მარტოსულად გრძნობდა თავს.




იმ პერიოდში, როდესაც 1973 წელს მთელი პასუხისმგებლობით უმაღლეს სასაწავლებელში ჩაბარებისთვის ემზადებოდა, პირველად შემოესმა კარადიდან კაკუნის ხმა და მისი ოთახის კედლების ჩურჩული. მას ასევე ესმოდა ხმები, რომლებიც, როგორც ის ფიქრობდა, ჯოჯოხეთიდან აღწევდა.







იმავე წლის ზამთარში გოგონა უნივერსიტეტში სწავლისთვის ვიურცბურგში გადავიდა საცხოვრებლად. სურდა რა დაეძლია დეპრესია, მიაკითხა ფსიქიატრიულ კლინიკას. მისი ტვინის კვლევამ აჩვენა დაზიანება, რომელმაც შესაძლოა ეპილეფსიის პროვოცირება მოახდინა.


როდესაც გოგონას მოულოდნელად ძლიერი სიძულვილი გამოუვლინდა რელიგიური ნივთების მიმართ, მორწმუნე ადამიანებში ეჭვი გაჩნდა: გოგონა სერიოზულადაა დაავადებული თუ ბნელი ძალებითაა შეპყრობილი.

თვით ანელიზისთვისაც კი, ეს ვერსია იყო საკმაოდ მისაღები და შესაფერისი.


1975 წლის ზაფხულში მღვდელმა ერნსტ ალტმა პირველად ჩაატარა მასზე ეკზორციზმის რიტუალი, თუმცა, როდესაც ანელიზამ ხმები გაიგონა, ვარდების გვირგვინი დაგლიჯა.






ამავდროულად გოგონა სუსტად გრძნობს თავს, რის გამოც ბრუნდება მშობლიურ სახლში და სწავლას ანებებს თავს. როდესაც ალტი მას ურჩევს კიდევ ერთხელ მიმართოს ფსიქიატრიულ კლინიკას, ის მშობლების გავლენის გამო უარს ამბობს ამ წინადადებაზე.



ერნსტ ალტი დახმარებისთვის უკავშირდება საეკლესიო წრეში საკმაოდ ცნობილ მღვდელს არნოლდ რენცს და 1976 წლის ბოლლომდე ისინი ახალგაზრდა გოგონაზე ეგზორციზმის 67 რიტუალს ატარებენ.




ანელიზა ყვირის და შფოთავს, საუბრობს სხვისი ხმით, ყმუის როგორც ძაღლი, ცდილობს თავის სხეული შეჭამოს.... მღვდლები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ის შეპყრობილია ლუციფერით, კაენით, იუდათი და ჰიტლერით ერთდროულად.





იმისთვის, რომ ბოროტი ძალებისგან "გაიწმინდოს", გოგონა სრულ უარს აცხადებს საჭმელზე, საათობით წევს მიწაზე, თავს ურტყავს იატაკს. ის ტრამვებს აყენებს საკუთარ თავს და ყოველ დღე ასობით ჩაჯდომას აკეთებს. მშობლები მას საწოლზე აბამენ, სურთ, რომ მან ხელბზე და ფეხებზე იესოს ჭრილობების კვალი შეიგრძნოს.




1976 წლის 1 ივლისს, ბოლო ეგზორციზმის დღეს, ანელიზა მიხელი კვდება დაუძლურებისგან და დასუსტებისგან. სიკვდილის მომენტში ის მხოლოდ 31 კილოგრამს იწონიდა, იტანჯებოდა ფილტვების ანთებით და მრავალი დაზიანებებით. ის ჯერ 24 წლისაც არ იყო.


გოგონას მშობლები და ორივე მღვდელი დაადანაშაულეს სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის გამო ჩადენილ გულგრილ მკვლელობაში. სასამართლო პროცესმა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "აშაფენბურგის პროცესი", მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. სასამართლოს ბრალმდებლებიც კი სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ შეპყრობილობა და დემონები რეალურად არსებობენ.






სასამართლოს არ ჯერა დემონების. ორივე მღვდელს განაჩენი გამოუტანეს, გოგონას მშობლებს კი არავითარი სასჯელი. თუმცა, მათთვის სასჯელი -შვილის სიკვდილი იყო.


კათოლიკურმა ეკლესიამ ანელიზას სიკვდილის შემდეგ ეგზორციზმის ჩატარების

წესებს გადახედა და ცვლილებები შეიტანა იმის თაობაზე, რომ რიტუალი უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.



როდესაც 2005 წელს მსოფლიოს კინოთეატრებში გამოვიდა ფილმი "ემილი როუზის ექვსი დემონი", ჟურნალისტები ანელიზას დედას ეკითხებოდნენ 1976 წელში მომხდარ ფაქტებზე. ქალმა თქვა, რომ ის არაფერს ნანობს. ღმერთმა ითხოვა მისი გოგონადან განდევნილიყო დემონები.



ანელიზას სამედიცინო დახმარებაზე საუბარი ძალინ დაგვიანებული თემაა. იმედიღა რჩება იმისა, რომ მომავალი თაობები გაითვალისწინებენ ამ მწარე გამოცდილებას და ეცოდინებათ, რომ დაავადებულმა ადამიანმა დროულად უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება.



იხილეთ ასევე:

1. ჯეფერსონის ბიბლია


2. ვისი რწმენაა ყველაზე კარგი?


3. 12 სიღრმისეული აზრის მქონე გამონათქვამი რწმენაზე, რაზეც ღირს დაფიქრება

2
775
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
775
  
2017, 5 ოქტომბერი, 12:55
მკაცრი მშობლები ჰყავდაო - რა ვიცით, რა იგულისხმებოდა მათ სიმკაცრეში? იქნებ ფსიქიკა სწორედ მათ შეურყიეს შვილს?
2017, 5 ოქტომბერი, 12:20
დადასტურებული ფაქტია, ერთ პირში სხვადასხვა ეპოქის 6 ადამიანი იყო თავმოყრილი. კრიმინალიც, მხატვარიც, ბანკირიც...
0 1 2