x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70184
  • ვიდეო:322996
  • სურათი:424338
მეცნიერებმა ურთულესი ბაბილონური ჩანაწერი გაშიფრეს

image


ავსტრალიელმა მეცნიერებმა 3700 წლის ბაბილონურ თიხის ფირფიტაზე დაწერილი ტექსტი ამოიკითხეს.


ეს თიხის ფირფიტა პლიმპტონ 322 –ის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი წინა საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არქეოლოგმა ედგარ ბენქსმა იპოვა. 1922 წელს ფირფიტა ფილანტროპმა ჯორჯ არტურ პლიმპტონმა შეიძინა,


ორმოციან წლებში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ფირფიტაზე დაწერილი ტექსტი პითაგორას ციფრებს შეიცავდა, მაგრამ მხოლოდ ახლახან მოხერხდა სინამდვილის გარკვევა.


სიდნეის ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფირფიტა შეიცავს ტრიგონომეტრიულ ცხრილს. სავარაუდოდ, ბაბილონელები მას შენობებისა და არხების მშენებლობისას იყენებდნენ. მათი მეთოდი ეფუძნებოდა გვერდების თანაფარდობას, და არა კუთხეებისა და წრეების, როგორც ძველი ბერძნების. გარდა ამისა, ეს უფრო რთული და სრულყოფილი მეთოდია. პითაგორას კლასიკური სამეულის ციფრებია 3, 4 და 5. პლიმპტონ 322-ის ციფრები კი იწყება 119, 120 და 169-დან.


აქამდე ტრიგონომეტრიის მამად ძველი ბერძენი ასტრონომი ჰიპარხი ითვლებოდა. მან თავისი ცხრილები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 120 წელს შექმნა.
ხოლო ბაბილონური ცხრილი 3700 წლისაა, ანუ ათასი წლით უფრო ძველია.


მეცნიერებმა იანგარიშეს და დაადგინეს რომ პლიმპტონ 322 საშუალებას იძლევა მართკუთხა სამკუთხედში გავიგოთ ორი უცნობი გვერდის სიდიდე, თუკი ვიცით ერთის ზომა.


"ეს განსაცვიფრებელი მათემატიკური სამუშაო ნამდვილი გენიოსის გაკეთებულია, - ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი თანაავტორი დოქტორი დანიელ მენსფილდი მათემატიკის და სტატისტიკის სკოლიდან. –ეს ტრიგონომეტრიული ცხრილი არამარტო მსოფლიოში უძველესია, არამედ ერთადერთი აბსოლუტურად ზუსტი ცხრილია ბაბილონელების არითმეტიკასა და გეომეტრიასთან განსაკუთრებული მიდგომის გამო".


0
1060
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
1060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0