x
image
ალექსანდრე ლექსო
ახალი ბიომეტრული სკანერი ადამიანებს გულით ამოიცნობს
image


დაივიწყეთ თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება, თქვენი ამოცნობა უკვე გულით შეიძლება.

ბოლო დროს iPhone X –ს ახალი სახის ამოცნობის ტექნოლოგია აიძულებს ბიომეტრიული უსაფრთხოების ინდუსტრიას დაიწყოს მუშაობა განახლებული ენერგიით. ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიომეტრიული საშუალება, რომელიც აანალიზებს თქვენი გულის ზომებს სხვადასხვა მოწყობილობებთან ხელმისაწვდომად.

სისტემა იყენებს დაბალი დონის დოპლერარულ რადარს, რათა განსაზღვროს ადამიანის გულის უნიკალური ფორმა და ზომა.


როგორც ახალი სისტემის შემქმნელები აცხადებენ, ორი ადამიანი ერთნაირი გულით არ არსებობს. გარდა ამისა ეს ორგანო არ იცვლის ფორმას, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი სერიოზულ გულის უკმარისობას არ განიცდის.

სისტემას რვა წამი სჭირდება ადამიანის გულის უნიკალური გეომეტრიისა და რიტმს ჩასაწერად, შემდეგ კი მუდმივად აკონტროლებს ახლომახლო პირის ყოფნას, ორგანიზმთან კონტაქტის გარეშე.

78 სუბიექტთან ექსპერიმენტული კვლევის დროს, გულის სკანირების სისტემამ 98.61% -ის სიზუსტეს მიაღწია.

შემდეგ ეტაპზე მუშაობა მიდის მოწყობილობის ზომის შემცირების, სიზუსტისა და დიაპაზონის გაზრდის მიმართულებით. სისტემის ამჟამინდელი ვერსია საშუალებას იძლევა პირი ამოვიცნოთ 30 მეტრის რადიუსში.


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0