x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იგავი - "ყველაფერი ძალიან მარტივია, წყალი იყო მიზეზი იმისა, რომ შენ პირი არ გაგეღო"
image


ქალი მივა ფსიქოლოგთან, ძალიან ნერვიულობს. ფსიქოლოგი შეეკითხება: "რატომ ნერვიულობ"? ქალი პასუხობს: "მე ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი ქმარი ყოველ საღამოს, როდესაც მოდის სამსახურიდან, ყველანაირი მიზეზის გარეშე არის უხასიათოდ".

ექიმი: "ძალიან კარგი იდეა მაქვს, აიღე ერთი ჭიქა, აავსე წყალი, შემდეგ აივსე პირი მაგ წყლით და არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპო ან გადმოაფურთხო, სანამ შენი ქმარი არ დაწყნარდება, ან არ გავა ოთახიდან".

ორი კვირის შემდეგ ქალი დაბრუნდა.


"ექიმო, ეს ძალიან კარგი იდეა იყო! მე ვივსებდი და ვივსებდი პირს წყლით, არ ვყლაპავდი, ქმარი კი მომენტალურად წყნარდებოდა! როგორ ახერხებდა ამას წყალი?

ექიმი: "ყველაფერი ძალიან მარტივია, წყალი იყო მიზეზი იმისა, რომ შენ პირი არ გაგეღო".

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0