x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მონღოლთა შესახებ... 1213 წლისთვის

image

მონღოლთა ბრძოლის მანერა სტეპის ტრადიციული საომარი სისტემის დახვეწილ მოდელს წარმოადგენდა. მათი წარმატება საუკეთესო იარაღის ფლობით არ აიხსნებოდა. იარაღის ტექნოლოგიის საიდუმლოს დიდხანს ვერ დაიცავ, პირველივე ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგეს შეუძლია გადაიღოს და აითვისოს იგი. ამიტომაც, მონღოლთა წარმატება დაეფუძნა დისციპლინას, ერთიანობასა და თავიანთი ყაენის მიმართ უმაგალითო ერთგულებას. მეომრებს ყველგან და ყოველთვის მოუწოდებდნენ, თავი გაეწირათ თავიანთი მეთაურისთვის, მაგრამ ჩინგიზ ყაენს არასდროს მოუთხოვია ჯარისკაცებისგან, მისთვის მომკვდარიყვნენ. ომში ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მონღოლის სიცოცხლე გადაერჩინა. ისტორიაში ცნობილი სხვა გენერლებისა და იმპერატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ასობით და ათასობით ჯარისკაცს წარბშეუხრელად აგზავნიდა სიკვდილზე, ჩინგიზ ყაენი თავისი ნებით ერთ მეომარსაც არ გაწირავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ჯარს დაუწესა, სიკვდილის თემას ეხებოდა. ბრძოლის ველზე თუ მის გარეთ, მონღოლ მეომარს ეკრძალებოდა ლაპარაკი სიკვდილზე, ჭრილობაზე და განცდილ მარცხზე. ამაზე ფიქრსაც კი შეიძლებოდა ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. ბრძოლის ველზე დაცემული მეგობრისა და მოკლული ჯარისკაცის გახსენება ტაბუდადებულ თემად მიიჩნეოდა. თითოეულ მონღოლ მეომარს უნდა ეცხოვრა იმ რწმენით, რომ უკვდავი იყო და ვერასდროს ვერაფერი მოერეოდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილს, სიცოცხლის ბოლო წუთს მარადიული ლურჯი ცისთვის უნდა ეთხოვნა დახმარება. სტეპში ბრძოლისას მომთაბარეები დახოცილ ჯარისკაცებს ღია ცის ქვეშ, დაუმარხავს ტოვებდნენ, ცხედარი ან გაიხრწნებოდა და მიწა შეჭამდა, ან ნადირის ლუკმად იქცეოდა.

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0