x
image
ღიმილიანი
შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ
image


ნინო ჭაკვეტაძის შემოქმედება შეუძლებელია ერთხელ ნახო და არ შეგიყვარდეს.

მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა უდიდესი სინაზე და სულის სიფაქიზე.


image



ვუყურებ ხოლმე მის ნახატებს და სულსა და გულში სითბო მეღვრება.

ამჯერად წვიმაზე შექმნილი თემატიკის ნახატებს წარმოგიდგენთ

განწყობის შესაბამისად და იმედი მაქვს, მოგეწონებათ.


image


ნინოს ნახატების გამორჩეულობა ალბათ ყველაზე მეტად მჟღავნდება მისი ქმნილებების თვალებში, დიახ, ჩახედავ ამ პატარა, საოცარ არსებებს თვალებში და სული გინათდეება. აბა, დააკვირდით, რამხელა ემოცია მოაქვს?


image

ერთნაირად: სიყვარული, სევდა, სიხარული, მონატრება, სიმყუდროვე, მარტოობა, დარდი, სიმშვიდე, ნოსტალგია, ჰარმონია.


image


ყველაზე მეტად კი ამ ნახატებიდან წვიმების სევდა იგრძნობა, შემოდგომის სურნელთან ერთად.


image


თუმცა ეს სევდა არ გაძლევს საშუალებას სულიერად დაეცე, დაცარიელდე, პირიქით, ეს სევდაა კიდევ ერთხელ გვაახლოებს სიცოცხლის სიყვარულთან...


image


შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ.


image



ესეც ფოტო-კოლაჟი გია ყანჩელის განუმეორებელი " ყვითელი ფოთლები", იმედია, ისიამოვნებთ:

5
188
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
188
  
2017, 6 ოქტომბერი, 15:05
ვაიმეე გავგიჟდი.. რამდენი ემოციაა ერთდროულად
2017, 4 ოქტომბერი, 22:31
მიხარია, რომ მოგეწონათ, სულ სულგამთბარ და გულგახარებულები ყოფილიყავით
2017, 4 ოქტომბერი, 22:27
გაიხარე, ღიმილიანო, გამითბა სული... ამ პატარების მოფერება მომინდა(
2017, 4 ოქტომბერი, 21:32
მართლა ვისიამოვნე...
0 1 5