x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საიდან მოდის სტერეოტიპები და კლიშეები
სტერეოტიპი არის იმ წარმოდგენების და ნიშნების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ახასიათებენ ადამიანთა ჯგუფებს. სტერეოტიპს და წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრს ხშირად ურევენ ერთმანეთში. ეს ასე ნამდვილად არაა. წინასწარი შეხედულება არის ის აზრი, რომელიც გვექმნება ამა თუ იმ ჯგუფებთან შეხებამდე, სტერეოტიპი და კლიშე კი ხშირად ნარჩუნდება მათი გაცნობის, მათთან ინტენსიური კონტაქტის შემთხვევაშიც.

მსოფლიოში, ალბათ, არ არსებობს ქვეყანა თუ ხალხი, რომელზეც არ შექმნილა სტერეოტიპები და საყოველთაოდ არ გავრცელებულან ისინი. მაგალითად: ფრანგები ბევრს წუწუნებენ, რუსებს სმა უყვართ, ამერიკელებს კი ჭამა და ზედმეტი წონა აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფრანგი არ არის “წუწუნა“ და არც ყველა ამერიკელია მსუქანი, ამ ერებზე საუბრისას ეს სტერეოტიპები ხშირად იჩენს ხოლმე თავს.

image

მაინც საიდან მოდიან ისინი? ისინი, ძირითადად, ამა თუ იმ ჯგუფის, ქვეყნის, ხალხის შესახებ ინფორმაციის უქონლობის ან ნაკლებობის შედეგია.


დავუკვირდეთ: მთელი ჩვენი ბავშვობა გვასწავლიდნენ, რომ ოსებს წითელი ფერი უყვართ, რუსებს სასმელი და ასე შემდეგ. ასევე არაერთი სტერეოტიპი გვსმენია კახელებზე, ქართლელებზე, მეგრელებზე და ასე შემდეგ. ეს კლიშეები ჩვენს ცნობიერებაში დაილექა, დროთა განმავლობაში დაგროვდა და ამ ხალხის ხსენებისას უნებლიეთ გვახსენდება ეს კლიშეები და უნებურად ვახდენთ მათთან იდენტიფიცირებას. ისე, როგორც სინათლის ნაკლებობა იწვევს ცუდ ხილვადობას, ინფორმაციის ნაკლებობა შობს სტერეოტიპს. ამიტომაც, ჩვენ სწრაფად ვიგონებთ სხვადასხვა განსაზრვრებებსა და ეპითეტებს უცხოს, შეუცნობლის დასახასიათებლად.


ერთი მხრივ, კლიშეები ეფუძნებიან ყურმოკრულ ამბებს და მეორე მხრივ, - პიროვნულ აღქმებს. ასე შევეჩვიეთ ჯგუფების კლასიფიკაციას, მათ დაყოფას საერთო ნიშნების მიხედვით და იმ ადამიანების ქცევის განსჯა-გაანალიზებას სტერეოტიპების მიხედვით, რომლებსაც ამ ჯგუფებს მივაკუთვნებთ. თითქოს ეს გვიადვილებს კიდეც ინდივიდის ქცევის გაგებას და გვირჩევნია მის ასახსნელად წინასსწარჩამოყალიბებული ფორმულა გვქონდეს, ვიდრე თავი ვიმტვრიოთ და ფსიქოლოგიურ მიდგომებში ვეძიოთ პასუხები.


საქმე ისიცაა, რომ ჩვენი ტვინი ზღვა ინფორმაციას იღებს. მას კი აუცილებლად სჭირდება მოვლენების გამარტივება, ამიტომაც სტერეოტიპი ხშირად საუკეთესო პასუხია და ადამიანების გარკვეული ნაწილი ადვილად სჯერდება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არ ცდილობს გაეცნოს სტიგმატიზებულ ჯგუფებს, ხდება სტერეოტიპული მიდგომების მსხვერპლი და მთელი ცხოვრება სჯერა ერთხელ გაგონილის. კითხვა, ინფორმაციის მიღების წყურვლი გონების დესტერეოტიპიზაციის საუკეთესო საშუალებაა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მოგზაურობაც, რადგან ის კულტურული გაცვლა-გამოცვლის უნიკალური საშუალებაა.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთი მაგალითი: თუ თქვენი ახლობელი იმოგზაურებს გერმანიაში და გეტყვით, რომ გერმანელებს ძალიან უყვართ ლუდი, არიან პუნქტუალურები და კარგად ჩაცმულები, ეს დაგრჩებათ თავში და თუ არ გვინახავს გერმანელი, რომელიც ამ ჩარჩოში არ ჯდება, მონათხრობი გვექცევა სტერეოტიპად და იდეაში მივუსადაგებთ ყველა გერმანელს.

რაც შეუცნობლის განსხვავებულის შიშს შეეხება, ეს ბუნებრივი შიშია. ადამიანი კი უნებურად იბრძვის იმის წინააღმდეგ, რისიც ეშინია. თავად შიში ხშირად გამოწვეულია ინფორმაციის, ცოდნის არქონით ანუ უსაფუძვლოა და მისი დაძლევაც მხოლოდ სწორი, ლოგიკური, ფაქტების ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობით შეიძლება.

გამოსავალი: თუ ერთი რაღაცას გვიყვება მეორე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ, მინიმუმ, უნდა ვცადოთ ინფორმაციის გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მას არ გადავამოწმებთ, ნუ მივიღებთ ჭეშამრიტებად და მითუმეტეს, - ნუ გავავრცელებთ, როგორც აქსიომას.



4
213
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
213
  
2017, 4 ოქტომბერი, 17:16
აუ ჰოო რამდენი სულელური აზრია გავრცელებული რა მოტვლის
2017, 4 ოქტომბერი, 17:14
არა ეგ არც მიგულისხმია ისე......უბრალოდ გამახსენდა,თორემ ეგრე ყველა მაგალითი რომ მოიყვანო ერთი რომანი გამოვა(ეგეც არასრულია დაჟე მე რაც დავწერე რუსების სტეროტიპზე ქართველების მიმართ)
2017, 4 ოქტომბერი, 17:11
მაგალითები მოვიყვანე ისე ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლიდი
2017, 4 ოქტომბერი, 17:06
რუსების სტერეოტიპი ქართველებზე,რომელიც წლებია არის:უნდა ეხუროს კეპკიანი ქუდი და უნდა ჰქონდეს ულვაშები,უფრო დიდ პატივს სცემენ მშობლებს ,ქართველს უყვარს სტუმარი და ეწყინება ღვინო რომ არ დალიო ხოლო ქალებისთვის ქართველი კაცი(განსკუთრებით შუა ხნის ქალებს აქვთ დარჩენილი ეს სტეროტიპი,ახალგაზრდებს თითქმის აღარ),ყურადღებიანი,"გარიაჩი" მუჟიკია
0 1 4