x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424460
რუსეთში ერთერთი კომპანიის წარმოების ძეხვში ადამიანის ხორცი აღმოჩნდა

image

რუსეთის ფედერაციის, კვების ხარისხის ფედერალური ინსტიტუტის ექსპერტებმა მოსკოვის გარეუბანში ხორცპროდუქტების მწარმოებელ საწარმო «Мортадель»–ში წარმოებულ ძეხვში შემოწმებისას აღმოაჩინეს ადამიანის დნმ–ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეხვი შეიცავდა ადამიანის ხორცის თუნდაც მცირე ნაწილს. აღნიშნული ინსტიტუტის სპეციალისტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას გამომცემლობა «Известия» . ძეხვეულის სინჯები აიღეს ხორცპროდუქტების საწარმოში «Мортадель» — მოსკოვის ოლქის, პუშკინსკის რაიონის დაბა ნაგორნოეში.
გაზეთისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი ექსპერტის თქმით ადამიანის დნმ–ი აღმოჩნდა შემოწმებული ხორცპროდუქტებიდან ძეხვის ორ სახეობაში "სამეფო" და "სერვალატი". "მთელი ჩემი მუშაობის პერიოდში მე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა რომელიმე ხორცპროდუქტების მწარმოებელ საწარმოში მომხდარიყო"–განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით ძეხვეულის შემოწმება მოხდა საერთაშორისო სტანდარტის ტესტ–სისტემის გამოყენებით, რომელიც რეაგირებს ადამიანის დნმ–ზე. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ საიდან მოხვდა ადამიანის დნმ–ი ძეხვეულში.
პ.ს
მე, როგორც შებოლილი ძეხვის მოყვარულმა თავი კანიბალად წარმოვიდგინე და სიმართლე გითხრათ, მინიმუმ ორიოდე კვირა მაინც ძეხვეულს ვერ გავეკარები.
მე მაინც იმედი მაქვს, ძეხვეულის მასალაში ადამიანის ხორცის თუნდაც მცირე ნაწილი საწარმოში მომუშავე პერსონალის დაუდევრობით გამოწვეული ნაფლეთი ჭრილობის შედეგია და არა შეგნებულად ადამიანის ხორცის გამოყენებისა ხორცპროდუქტების საწარმოში.

4
228
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
4 ოქტომბერი, 19:40
:)))
ან ვირის ხორცის შაურმა...
4 ოქტომბერი, 18:58
აუუ, ამას ისევ ცხენის ხორციანი ძეხვეული ჯობია :(( :)))
4 ოქტომბერი, 16:53
სამხედრო სასწავლებელში სწავლის დროს, პურის საჭრელ დაზგაში ხელი მოჰყვა ლვოველ ბიჭს და 3 თითი წაასხიპა, შესაძლოა
აქაც ნაფლეთ–ნაკვეთ ტრავმულ ჭრილობასთან გვაქვს საქმე.
ასე მინდა, რომ დავიჯერო :(((
4 ოქტომბერი, 16:36
ვააჰ..
0 1 4