x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვარსკვლავები, რომლებიც დრომ არ დაინდო - როგორ გამოიყურებიან მეოცე საუკუნის კინოლეგენდები

ბრიჯიტ ბარდო მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, რომლებიც მილონობით მაყურებელს მრავალი ათეული წლის მანძილზე ანებივრებდნენ ეკრანზე შექმნილი საინტერესო როლებითდრის გასვლის შემდეგაც არ კარგავენ აქტუალურობას, თუმცა ამის მიზეზი სულ სხვა რამეა, სხვადასხვა გამოცემებსა თუ ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მსოფლიო კინოს 60-70-იანი წლების კინოვარსკვლავთა ფოტოები, რომელთა გარეგნობამაც დროს ვერ გაუძლო, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მომხიბვლელობა არ დაუკარგავთ. წარმოგიდგენთ ყველასთვის საყვარელ მსახიობებს, რომელთა ფოტოების ხილვისას შეიძლება ვეღარც იცნოთ მათში ის გმირი, რომელსაც მრავალი წლის წინ ეთაყვანებოდით და შესაძლოა მათ ფოტოებსაც კი აგროვებდით სამახსოვროდ:

1. ბრიჯიტ ბარდო - ყველასათვის ცნობილი ფრანგი მსახიობი, მოდელი, ცხოველების უფლებათა დამცველი. ევროპულ კინოში მრავალი გამორჩეული როლის შესრულების შემდეგ კინოდან წავიდა 40 წლის ასაკში, სწორედ მაშინ როცა კარიერის პიკზე იმყოფებოდა, მიზეზი კი ერთი იყო, მას არ სურდა ეკრანზე უსახური როლებით დაბერებულიყო, ეს მართლაც შეასრულა, წავიდა გადასაღები მოედნიდან ისე, რომ უკან არასოდეს მიუხედავს, თუმცა ვერსად გაექცა მისი გარეგობის ცვლილებებისა თუ პირადი ცხოვრების განხილვებს, რითაც ყვითელი პრესა ათწლეულების მანძილზე საზრდოობდა. სპეციალურად დაქირავებული პაპარაცები კვირების განმავლობაში ცდილობდნენ მისთვის ფოტოები გადაეღოთ და სალაპარაკო თემა მიეცათ ხალხისთვის. image

ბრიჯიტ ბარდომ ცხოველთა დამცველი ფონდი ჩამოაყალიბა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიჰყო ხელი ცხოველთა და დაცვას. იყო პერიოდი, როცა ინტერვიუებს აღარ იძლეოდა, ამბობდა რომ არაფერი ხდებოდა მის ცხოვრებაში ისეთი, რაზეც შეიძლებოდა დაეწერათ. თუმცა დროდადრო ერთმანეთს ანაცვლებდა სკანდალები, რომლებიც კვლავ ყურადღების ცენტრში აქცევდა ლეგენდარულ ქალბატონს. დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია მისმა ბიოგრაფიულმა წიგნმა: " ინიციალები ბ.ბ" სადაც მსახიობი გულახდილად საუბრობდა მის ცხოვრებაზე, კარიერასა თუ შვილთან ურთიერთობაზე. როგორც ბოლო პერიოდის ინტერვიუებში აცდახებს, მის ცხოვრებაში გადაფასება მოხდა და ბევრ რამეს სხვანაირად უყურებს, ფიქრობს რომ არ იყო საჭირო ეკრანზე ამდენი სიშიშვლე. imageimage აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიჯიტ ბარდოს არასდროს არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია არც ახალგაზრდობაში და არც მაშინ როცა მის სახეზე ნაოჭებმა იწყეს გამრავლება. დღეს 83 წლისაა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება, როდესაც პაპარაცები მის უახლეს ფოტოებს ავრცელებენ, რაც უამრავ მაყურებელს შოკში აგდებს. ბრიჯიტი აუღელვებლად პასუხობს: " სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი! " imageimage

2. კლაუდია კარდინალე - ევროპული კინოს დედოფალი. თუ ჰოლივუდის დედოფალი ელიზაბეთ ტეილორია, ეს ტიტული ევროპულ კინოში შეგვიძლია კლაუდია კარდინალეს მივაკუთნოთ. მას 100-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ევროპულ კინოინდუსტრიას არასოდეს გასცდენია, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო აღიარებდა. ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში თამაშობდა. image მის პერსონას დამატყვევებელ შარმთან ერთად ყველასგან გამოარჩევს მისი თვისება - თავმდაბლობა. ის ყოველთვის მორიდებული იყო. თავად ამბობს: " მე მეშინია დიდი წარმატების და არ მსურს ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ მომწონს ვარსკვლავური ცხოვრების სისტემა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელსაც უყვარს და მოსწონს ცხოვრება ევროპაში, მე არ გავაფორმებ კონტრაქტს ჰოლივუდთან და არ გადავალ საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში.." image მრავალი ეკრანული გმირის განსახიერების მიუხედავად ყველაზე გამორჩეული ფილმები, რომლებშიც თამაშობდა არის: " რვანახევარი" და "ერთხელ დასავლეთში" კლაუდია კარდინალე ფილმიდან "რვანახევარი" 2017 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საიუბილეო პოსტერზე კლაუდია კარდინალეს ფოტო იყო დატანილი. საფრანგეთის ლაჟავრდოვან სანაპიროზე შეკრებილ კინომოყვარულებს კლაუდია კარდინალე კინოს ზეიმზე ეპატიჟებოდა. 79 წლის მსახიობი ფესტივალს დაესწრო და აღნიშნა რომ ძალიან ამაყია, რომ ყველაზე დიდი კინოფესტივალის საიუბილეო პოსტერზე სწორედ მისი ფოტო შეარჩიეს. imageimage 3. მიშელ მერსიე - ყველასთვის დაუვიწყარი ანჟელიკა. საკმარისია ახსენო სახელი - ანჟელიკა და მაშინვე უმარავ ადამიანს თვალწინ წარმოუდგება, უმშვენიერესი, ქერა ფრანგი მსახიობი. ცოტამ თუ იცის როგორ წარიმართა მისი ცხოვრება "ანჟელიკას" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ და როგორ გამოიყურება დღეს "ანგელოზების მარკიზა" image როგორც თავად ამბობს ვერსად გაექცა ანჟელიკას სახებას. იმის მოიუხედავად რომ 50-ზე მეტ ფილმში გადაიღეს და უფერული ფილმოგრაფია არ ჰქონია, ყველასთვის მაინც ცეცხლოვან, უდრეკ ანჟელიკად დარჩა. თავად ამბობს: " როცა ხალხი მე მესაუბრება ისინი ყოველთვის ეხებიან აჟელიკას. მაგრამ მე განვასახიერე 50 სხვა ქალი. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამევიწყებინა ის, ახლა მას ვუყურებ როგორც პატარა დას და მე ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.." image სხვადასხვა რეჟისორებთან მუშაობის შედეგ ბედი ამერიკულ კინოშიც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მის ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო, როგორც ამბობენ ერთ დროს კინოსტუდიიდან გამოსყიდული, რელიქვიად ქცეული "ანჟელიკას" კაბები ფინანსული კრიზის გამო გაყიდა. image მის ცხოვრებაში ერთ-ერთი დრამატული მონაკვეთი იყოალბათ, როდესაც ის საკუთარ მშობლებთან დაბრუნდა, იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო და როგორც ამბობენ უკვე ცხოვრებისგან დაღლილი, იმედგაცრუებული მიშელი, როდესაც მშობლიურ დასახლებას მიადგა, მამამისმა, რომელიც შვილს სადგურზე ელოდებოდა ვერ იცნო.image



2
2167
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
2167
  
2017, 8 ოქტომბერი, 13:33
დიდი მადლობა.
2017, 4 ოქტომბერი, 12:14
გადასარევი სტატიაა.
0 1 2