x
image
მოზამბიკელი
შეხედეთ თქვენს სახეს სარკეში და გაიგეთ რა დაავადება გაქვთ!
ხშირად გვგონია, რომ ნებისმიერი დაავადება მოულოდნელად გვემართება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

ჩვენი სხეული ძალიან ბევრ “სიგნალს” გვაძლევს, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა ეს შეიძლება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.


წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სახეზე “ამოიკითხოთ”, თუ რომელი დაავადება გაწუხებთ.

image


შუბლი


შუბლზე დაკვირვებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ნებისმიერ ცვლილებას.

სიწითლე და წითელი კაპილარების სიჭარბე გულის პრობლემებზე უნდა მიუთითებდეს.

თუკი შუბლი ჩამუქებული გაქვთ და მისი ფერი აშკარად განსხვავდება სხვა ნაწილებისგან, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გქონდეთ.

შუბლის ფერის შეცვლა ასევე შეიძლება იყოს ძლიერი ემოციური სტრესის ბრალი.

გულის შეტევის შესახებ “სიგნალს” შუბლზე სუსტი ლურჯი ლაქები გვაძლევს. ასეთ დროს უაღრესად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ჯანმრთელობას.

ხშირ შემთხვევაში ამ ლაქების გამოჩენას თან ახლავს გულის პრობლემების სხვა სიმტომები: აჩქარებული გულის რიტმი, თაბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი მარცხენა ხელის არეში.



ცხვირი


ცხვირზე მოულოდნელად გამონაყარი გაგიჩნდათ? ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. ეს მიუთითებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაზე.

თუკი დიდი რაოდენობით ცხარე, შებოლილ და ცხიმიან საკვებს მიირთმევთ, შედეგს თქვენს ცხვირზე დაინახავთ, ასეთივე შედეგი აქვს ბევრი შოკოლადის ჭამას.


სხვათაშორის ერთი შეხედვით უმნიშნვნელო გამონაყარს, შესაძლოა თან ერთვოდეს დიარეა ან ყაბზობა.

წითელი ლაქები ცხვირზე შეიძლება მიუთითებდეს ალკოჰოლის მოხმარების გადამეტებაზე ან სტრსსზე, რაც ასევე გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.




ნიკაპი


ნიკაპზე სიწითლე, გაღიზიანება, გამოშრობა, შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ან შარდის ბუშტის პრობლემებზე.


ასევე ჰორმონალურ დისბალანსზე, რა დროსაც მოულოდნელად იჩენს თავს აკნე, ასეთ დროს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის ტესტოსტერონის წარმოქმნის გამო, მამაკაცებში ხშირია პროსტატიტი, ქალებში კი მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


ყურადღება მიაქციეთ ცხვირთან მდებარე ტუჩის ზედა ნაწილს, ეს პატარა ტერიტორია ასახავს ქალებში საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობას, მამაკაცებში კი პროსტატისა და გენიტალიების მდგომარეობას.


ჩინური მედიცინის მიხედვით, პატარა ნიკაპის მქონე ადამიანები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან თირკმლისა და გენიტარული სისტემის პრობლემებისკენ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველას, ვისაც პატარა ნიკაპი აქვს, თირკმელი აწუხებს.



მარჯვენა ლოყა


მცირე ან მსხვილ ნაწლავთან დაკავშიერებული პრობლემები გამოიხატება მარჯვენა ლოყაზე ფერის შეცვლით, ეს ასევე შეიძლება იყოს კანის პრობლემების მანიშნებელი.


მცრიე ზომის გამონაყარი ან ბეწვის ამოსვლა მიანიშნებს, შესაძლო გაციებაზე, ბრონქიტზე და ფილტვების პრობლემებზე.


ასეთი გამონაყარი ასევე შეიძლება მიუთითებდეს, ალერგიაზე ან ასთმურ შეტევაზე.




მარცხენა ლოყა



მკვეთრად შესამჩნევი წითელი კაპილარები მარცხენა ლოყაზე, განსაკუთრებით ცხვირთან ახლოს, მიუთითებს ღვიძლის შესაძლო ანთებას ან შეშუპებას ( ტოქსინების დაგროვება.)


მარცხენა თვალის ქვეშ არსებული სიყვითლე მიუთითებს მაღალი ქოლესტერინის დონეზე.


ასეთი სიწითლეები შეიძლება იყო სხვა პრობლემების მანიშნებელიც, როგორიცაა არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, შფოთვა, სტრესი, დეპრესია.

შეიძლება იყოს ასევე მაღალი წნევის მაჩვენებელი.



გვახსოვდეს რომ ჩვენი სხეული ბევრ მინიშნებას გვაძლევს, იმის შესახებ რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ტკივილი ყოველთვის არ არის გამოხატული, პირიქით ზოგჯერ როცა ტკივილს ვგრძნობთ, დაავადება უკვე დაწყებულია ან მწვავე ქრონიკულ ეტაპზე გადავიდა.




ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!


ასევე იხილეთ: როგორ შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა კოვზის დახმარებით-ეს მნიშვნელოვანია!


თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!


იცოდით, რომ მსოფლიოს უამრავ საავადმყოფოში პაციენტებს ჟელატინს აძლევენ?- ამის შემდეგ მას ხშირად მიირთმევთ


ერთი კოვზი ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი-ჯადოსნური ელექსირი, რომელიც გაგაოცებთ!

0
707
7-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0