x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70131
  • ვიდეო:322939
  • სურათი:424230
3 ოქტომბერი-გაერთიანებული გერმანიის დღე

გერმანია დღეს, სამ ოქტობბერს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 3 ოქტომბრის ტრადიცია სათავეს 1990 წლიდან იღებს და ქვეყნის გაერთიანების თარიღია. 1990 წლამდე, ვიდრე ბერლინის კედელი დაინგრეოდა, ორად გაყოფილი გერმანია ნაციონალურ დღესასწაულს ცალ-ცალკე აღნიშნავდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის(გფრ) ეს 17 ივნისი იყო, ხოლო დემოკრატიულისთვის (გდრ) - 7 ოქტომბერი.

გერმანიის გაერთიანების პროცესი ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა. 1989 წლის ოქტომბერში დაიწყო და 1990 წლის სამ ოქტომბერს ოფიციალურად, ორად გახლეჩილი ქვეყნის უნიფიკაციით დასრულდა.


image

მეორე მესოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანია სოცილაისტურ და კაპიტალისტურ, ანტაგონისტურ ბანაკებს შორის გადანაწილდა. 1961 წელს ოფიციალურად აღიმართა 1378 კილომეტრის სიგრძის კედელი. ამ ცივმა და სქელმა კედელმა ერთი ქვეყნის მოქალქეები, ახლობლები და ნათესავები ერთმანეთს ძალიან დიდიხნით დააშორა, მხოლოდ სამი ათეული წლის შემდეგ დაიწყო მისი რღვევა. მიუხედავად ცივი ომისა, მიუხედავად ორად გაყოფილი სამყაროს, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის იმ დროისთვის ორი წამყვანი სახელმწიფოს უკიდურესი კონფრონტაციისა, საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა.


1987 წელს, 12 ივლისს აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, სსრ-ს პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს ბერლინში ყოფნისას მიმართა: “ ბატონო გორბაჩოვო, მობრძანდით აქ, ბრანდერბურგის კარიბჭესთან, ერთად დავანგრიოთ ბრლინის კედელი“. მიუხედავად იმსა, რომ ამ მიმართვას მოსკოვში დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია, სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, ბოროტების კედლის ნგრევში მონაწილეობა მიეღო.

კედელი სრულად დაინგრა, მხოლოდ ნანგრევებიღა შემორა და დღეს მხოლოდ ისტორიული დატვირთვა გააჩნია.


3
33
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
33
  
4 ოქტომბერი, 13:47
სამაგიეროდ, ნატო ხომ იცავს მშვიდობას მსოფლიოში)))))
4 ოქტომბერი, 12:30
მე იმას ვფიქრობ, როდემდე უნდა იყოს გაერო მკვდარზე გვირგვინი, რომელიე რთი პრობლემა მოაგვარა აქამდე, რომელი ქვეყანა გააერთიანა ან რომლის სუვერენიტეტი დაიცვა? არცერთი დიდი წარმატებისთვის ამ ორგანიზაციას ამ დრომდე არ მიუღწევია
4 ოქტომბერი, 12:21
ამათ ეშველათ, მაგრამ კორეას რა ეშველება?((
0 1 3