x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსების თქმით მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე შორსმსროლელი სნაიპერული შაშხანა, რომლითაც მოხსნეს ამერიკელების მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი

image როგორც გამომცემლობა " Российская газета" იუწყება რუსეთში შეიქმნა სნაიპერული შაშხანა, რომლითაც გაუმჯობესებულ იქნა მსოფლიო რეკორდი მაქსიმალურ მანძილზე ზუსტ სროლაში.
შაშხანა "СВЛК-14С Сумрак"–ით გასროლილმა ტყვიამ დააზიანა სამიზნე 4178 მეტრით დაშორებულ მანძილზე. სნაიპერული შაშხანის გამოცდა მიმდინარეობდა კალუგის ოლქში პოლიგონზე. სნაიპერული შაშხანა შექმნა კონსტრუქტორმა ვლადისლავ ლობაევმა, კონსტრუქტორი წლების მანძილზე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო–სამრეწველო კომპლექსში სნაიპერული შაშხანების წარმოებაზე და მისი სიტყვით, მას აღნიშნული სნაიპერული შაშხანის შექმნისაკენ უბიძგა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა გამოცდილებამ.
რათა გაეუმჯობესებინათ ამერიკული სნაიპერული შაშხანით " М-300 " 4157 მეტრ მანძილზე სამიზნის დაზიანებით დამყარებული რეკორდი, კონსტრუქტორს მოუწია მოეხდინა მის მიერ შექმნილი სნაიპერული შაშხანის მოდერნიზება და შეეცვალა ვაზნა, რის შედეგადაც დამყარებულ იქნა ახალი მსოფლიო რეკორდი.
ახალ მოდელში გამოყენებულია მრავალფენოვანი "სენდვიჩი" კევლარის, ფიბერკასის, ბოჭკოვანი რკინა პლასტმასის და ინტეგრირებული ალუმინისაგან.
"შაშხანის მოდერნიზებამ ტყვიას წონით 30 გრამი, საშუალება მისცა 1100 მეტრ/წმ სიჩქარემდე საწყისი სიჩქარით. ჩვენ მიღწეულ შედეგს არ დავჯერდებით და უახლოეს მომავალში განზრახული გვაქვს დავამყაროთ რეკორდი უკვე 4200 მეტრ მანძილზე ზუსტ სროლაში"-განაცხადა კონსტრუქტორმა ლობაევმა.

3
214
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
2019, 1 იანვარი, 19:55
ჯერჯერობით არაა ოფიციალურად ცნობილი, თუმცა მასრის დიამეტრით შეიძლება ვივარაუდოთ.
2019, 1 იანვარი, 4:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 1 იანვარი, 3:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3