x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დაიშლება თუ არა ესპანეთი?
image

"ესპანეთი"ოფიციალურად "ესპანეთის სამეფო" - კონსტიტუციური მონარქია, რომლის საკანონმდებლო ორგანოს მართავს სენატის 256 წევრი და კონგრესის 350, სახელმწიფოს მეთაურია მეფე ფილიპე VI.

ესპანეთის სამეფო შედგება 17 ავტონომიური რეგიონი, აქედან "კატალონია" და "ბასკეთი" კი აქტიურად მოითხოვს ესპანეთიდან გამოყოფას.

image
ბასკეთი - ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1979 წლიდან, მოიცავს პროვინციებს : ბისკაია, გიპუსკოა და ალავა.


მოსახლეობა - 2, 1 მილიონი

ბასკები გენეტიკურად განცალკევებული ხალხია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბასკები ენათესავებიან იბერიულ-კავკასიურ ერებს, კერძოდ კი ქართველებს.

1936 წელს, ბასკებმა აირჩიეს ახალი ავტონომიური მთავრობა და საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვეს. 9 თვეში კი ბასკები ფრანკომ დაამარცხა, მათი უმრავლესობა კი დახვრიტეს და ციხეში მოათავსეს. ათასობით ადამიანი გადაასახელეს, ფრანკოს რეჟიმის დროს იყო სისტემატიური ზეწოლა ბასკურ კულტურაზე.

1950 წელს ახალგაზრდა ბასკებმა ჩამოაყალიბეს მოძრაობა ETA და ესპანეთიდან გამოყოფა და სრული დამოუკიდებლობა მოითხოვეს. მათი და ფრანსკოს დაპირისპირება მასიურ ძალადობაში გადაიზარდა, ამიტომაც ეს ორგანიზაცია ევროპაში სახიფათო " ტერორისტულ" ორგანიზაციად სახელდებოდა.

1975 წელს ესპანეთში მონარქიის აღდგენისთანავე, მათ გააგრძელეს ბრძოლა ავტონომიისთვის.

1978 წელს კვლავ მიიღეს ავტონომიის უფლება, სადაც ოფიციალურ ენებად ესპანური და ბასკური გამოცხადდა.

ბასკების უმეტესობა მხარს უჭერს კატალონიაში გამართულ რეფერენდუმს.

image კატალონია- ესპანეთის ავტონომიური რეგიონი .

მოსახლეობა : 7.571 000; ბარსელონა : 1.621 537;

მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ჟირონა“ ლერიდა და ტარაგონა.კატალონიაში კატალანიურიც და ესპანურიც ორივე ოფიციალური ენაა და მათზე მრავალი ადამიანი საუბრობს.

"კატალონიის ისტორია"

დღევანდელი კატალონიის ტერიროიაზე პირველად დასახლდნენ იბერები, ჰიპოტეზა იბერებისა და ქართველ ტომთა ნათესაობის შესახებ დღესაც გადაუჭრელია.

ძვ. წ . აღ 600 წელს კატალონიის ტერიტორიაზე ბერძნები დასახლდნენ.

ძვ. წ. აღ მე -III საუკუნეში კატალონიაში იჭრებიან კართაგენელები, პირველი პუნიკური ომის დროს.

414 წელს ვესტგოთებმა და ალანებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ ესპანეთი და 476 წელს კი ბარსელონა, რომელსაც შემდგომში თავის ქვეყნის გოტალონიის დედაქალაქად აქცევენ. აქედან წამოვიდა სიტყვა კატალონია.

მე XII საუკუნეში ბარსელონას გრაფებსა და მეფე არაგონს შორის დაიდო ხელშეკრულება.

პოლიტიკური და იურიდიული ხელშეუხებლობა გგაგრძელდა 1714 წლამდე, როდესაც ესპანეთის მეფე ფილიპე V გახდა.

1871 წელს კატალონია ცდილობს გამოეყოს ესპანეთს.

1930 წელს კი კატალონიის პარლამენტი ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას.

ფრანკოს მართველობის დროს მრავალი კატალონიელი რეპრესიის მსხვერპლი გახდა.

1979 წელს კატალონიამ ავტონომიის სტატუსი მიიღო.

2009-2010 წლებში ჩატარდა რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, სადაც 90% მხარი დაუჭირა ესპანეთიდან გამოყოფას.

2012 წლის სექტემბერში მთელ კატალონიაში ჩატარდა მასობრივი მანიფესტაცია, მონაწილეობდა 1 მილიონზე მეტი კატალონიელი, ლოზუნგით

"კატალონია" -ევროპის ახალი სახელმწიფო

2017 წლის 1 ოქტომბერს კი კატალონიის მთავრობამ რეფერედუმი ჩაატარა, რომელსიც არ აღიარა ოფიციალურად ესპანეთმა, მაგრამ მოსახლეობის კვლავ 90% მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას.

დაისჯება თუ არა ესპანეთი ბლანკოს ცოდვების გამო ამას დრო გვიჩვენებს.

1
346
5-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
346
  
2017, 3 ოქტომბერი, 14:41
ფრანკო
0 1 1