x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საიდუმლო ოთახი ეიფელის კოშკზე. ის, რაც აქამდე არავინ იცოდა
პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა ეიფელის კოშკია, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 7 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. თითქმის უცნობი ფაქტია, რომ კოშკში, რომელიც არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა დააპროექტა, არის პატარა საიდუმლო ოთახი. ამ საიდუმლო ოთახის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის და ის გუსტავ ეიფელმა თავისთვის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ყოველგვარი კომფორტია, ერთი ღამის გათევასაც კი ვერავინ ახერხებდა.


image


პარიზი ფესვებს რომაული ქალაქი ლუტეციადან იღებს, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე სამი ასწლეულით ადრე არსებობდა. სიყვარულისა და რომანტიკის ქალაქი ასევე "სინათლის" ქალაქად იწოდება იმის გამო, რომ განმანათლებლური ეპოქის დროს პირველი ქალაქი იყო ქუჩაში გაზის ქურების განათების არსებობით.


image



როდესაც გუსტავმა ლეგენდარული ღირშესანიშნაობა დააპროექტა, იქვე შეიყვანა ეს პატარა საიდუმლო ოთახი, რომელიც მცირე პარამეტრების მიუხედავად სრულიად კომფორტულია. კოშკის ასაშენებლად საჭირო გახდა 18000 ლითონის ნაწილი, რომელიც პარიზის გარეუბანში თავად ეიფელის ქარხანაში დამზადდა, ასევე 7, 3 ტონა რკინა, რომლის შესაღებად 60 ტონა საღებავი დაიხარჯა, რათა დაეცვა ისინი ჟანგისგან.


image

საიდუმლო ოთახის ინტერიერი გუსტავ ეიფელმა თავად შექმნა- სურათები, როიალი და მცირე ავეჯი, ხოლო გვერდით ოთახში კი სრულიად აღჭურვილი ლაბორატორია. ეიფელი ხშირად რჩებოდა მოწყობილ ბინაში მეტეოროლოგიური დაკვირვების ჩატარების მიზნით. მრავალი შეთავაზება და თხოვნები იყო ბინაში თუნდაც ერთი ღამე გაეტარებინათ, თუმცა გუსტავი ყველას უარით ისტუმრებდა და მხოლოდ გამოჩენილ ხალხს მასპინძლობდა იქ. მათ შორის იყო ტომას ედისონი, რომელმაც სტუმრობის დროს ეიფელს ფონოგრაფიც კი აჩუქა. (ფონოგრაფი მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო, რომელიც გამოიგონა ტომას ედისონმა 1877 წელს)


როდესაც გახმაურდა ამ ოთახის შესახებ, შესყიდვის, ან ერთი ღამით გათენების შეთავაზება საკმაოდ სოლიდურ თანხებად ჰქონდა ეიფელს, თუმცა მისი პასუხი იმ განსაცვიფრებელ წინადადებებზე ყოველთვის უარი იყო, არაფრის ფასად არ დათმო მან თავისი ბუდე. 1923 წლის 27 დეკემბერს, გუსტავ ეიფელის სიკვდილის შემდეგ ოთახი დაიკეტა საკმაოდ დიდი ხნით და 2015 წლის მაისში ის დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.


დღეს შეუძლიათ სტუმრებს ნახონ ის ოთახი, სადაც შენარჩუნებულია საუკუნის წინანდელი ინტერიერი და წარმოდგენას თითქოს ეიფელი და ედისონი გმასპინძლობენ, მათი მანეკენი თოჯინები შეგიქმნით, რომლებიც სპეციალურად დაამზადეს.

imageimage


P.S. ასე, რომ თუ მოგიწიათ სიყვარულისა და სინათლის ქალაქში დასვენება, აუცილებლად ეწვიეთ კოშკის კენწერს და იმოგზაურეთ დროში დროის მანქანის გარეშე, სხვაგან ვერსად ნახავთ ედისონსა და ეიფელს, იმ უდიდეს ადამიანებს, რომელთაც შესანიშნავი გამოგონება დაუტოვეს კაცობრიობას.




0
1041
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1041
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0