x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დიდი არეულობა ლას ვეგასში – კონცერტის ჩაშლა ტრაგიკული მოვლენით

image

კვირას, ღამით, სულ მცირე 58 ადამიანი მოკლეს, 515 კი დაშავდა ლას ვეგასში, როცა შეირაღებულმა დამნაშავემ მანდალაი-ბეის 32-ე სართულიდან ცეცხლი გაუხსნა მუსაკალური ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას.

ეს იყო ყველაზე დიდი სასიკვდილო სროლა თანამედროვე ამერიკის ისტორიაში.

image

''დაუსრულებელმა ხვრეტამ'', ერთ-ერთი მოწმის თქმით, 22, 000-ზე მეტი ადამიანი თავპირისმტვრევით გააქცია სიცოცლის გადასარჩენად. ორმა წყარომ, რომელიც კავშირში იყო გამოძიებასთან, თქვა, რომ მოქმედების ადგილზე იყო შაშხანებისა და პისტოლეტების კომბინაცია და რომ ოთახში 19 იარაღი იქნა აღრიცხული.

image

შეშინებული თვითმხილველები გაიქცნენ და გადავიდნენ მოქმედებაზე – გაცხარებით დაიწყეს დაჭრილების დახმარება. ისინი პოლიციის ბარიკადებს საკაცეებად იყენებდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ტანსაცმლით შეეჩერებინათ სისხლდენა.

image

იმ ღამით აეროპორტის პერიმეტრის ღობე, კონცერტის ჩატარების ადგილთან ახლოს, სავსე იყო ხალხით.
აეროპორტის პერსონალი მათ ევაკუაციას ახერხებდა.

image

კაცები გარბოდნენ ცოლებისა დასაცავად. ისინი იხოცებოდნენ, მაგრამ სხვებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.

ერთი კაცი მრავალ ქალს ეხმარებოდა ღობეზე გადაძრომასა და გაქცევაში. მან სულ მცირე 20 ქალის სიცოცხლე იხსნა.

imageimage

ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა თქვა, რომ ხელისუფლებამ უპასუხა სროლას. მანდალაი ბეი-ს სასტუმროს 32-ე სართულის ოთახში პოლიციამ 64 წლის ეჭვმიტანილი იპოვა.

პოლიციას სჯერა, რომ პედოკმა თავი მოიკლა პოლიციელების შესვლამდე.

მკვლელის მოტივი გაურკვეველია. "არ შემიძლია ფსიქოფატის გონებაში შევიდე", ამბობს შერიფი ჯოზეფ ლამბარდო მომდევნო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოფიციალურმა პირებმა დილას განაცხადეს, რომ ვერ იპოვეს კავშირი სროლასა და რაიმე საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფს შორის.
მათ ასევე თქვეს, რომ ეჭვმიტანილმა სასტუმროში ხუთშაბათს გაიარა შემოწმება და რომ ისინი ეძებენ საკონტროლო კამერებით გადაღებულ ვიდოში შესაბამის საათებს.

პოლიცია ამბობს, რომ პედოკს, ნევადადან, არ ჰქონდა კრიმინალური წარსული. აღმოჩნდა, რომ იგი ბუღალტერის ან რევიზორის თანამდებობით მუშაობდა, იყო ლიცენზირებული მონადირე და კერძო პილოტი.

პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ასე გამოეხმაურა მომხდარ ტრაგედიას: მან ამ სროლას "საცოდავი ეშმაკის ქმედება" უწოდა და თქვა, რომ ლას ვეგასს ოთხშაბათს ეწვევა და შეხვდება სამართალდამცავებს და დაზარალებულთა ოჯახებს.

image

"ტრაგედიის დროს ამერიკა ერთ მუშტად იკვრება, " განაცხადა მან. "დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, მე განკარგულება გავეცი, რომ ჩვენი დროშა ჩამოშვებულად დაიკიდოს."

კადრები პირდაპირ მოვლენის ეპიცენტრიდან

0
87
9-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0