x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70184
  • ვიდეო:322996
  • სურათი:424338
ნიკი ლაუდა და ჯეიმს ჰანტი,ისტორია ფორმულა 1 -ის ლეგენდებზე

image

ისტორია ლეგენდარული ავსტრიელი ნიკი ლაუდასა და ბრიტანელი ჯეიმს ჰანტის შესახებ.

image
ანდრეს ნიკოლაუს "ნიკი" ლაუდა - ავსტრიელი მრბოლელი და 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1 ში, კომენტატორი გერმანულ არხზე RTL და რბოლების ექსპერტი.

მისი ოჯახის საქმიანობა ბანკირობა იყო, ამის გამო ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ ნიკის ავტოსპორტით გატაცება, ამას კი მოჰყვა ოჯახიდან წასვლა, მან აიღო ბანკიდან კრედიტი, რათა ეასპარეზა ფორმულა 2 ში.

" პირველი ტიტულის მოგების შემდეგ 1975 წელს, მან თავისი თასების უმეტესობა გადასვა ადგილობრივ ავტოსერვის, სანაცვლოდ კი მან მიიღო უფლება, რომ გაერეცხა მათი მანქნები".

მან გააფორმა კონტრაქტი ფერარისთან, ამ კონტრაქტიტ მან საბანკო კრედიტის დაფარვა მოახერხა.

ნიკიმ თავიდანვე, დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტი არ არსებობენ, როდესაც დიდებული ენცო ფერარი და მის ჯგუფი გააკრიტიკა.

ეს ყველაფერი ფერარიმ მოითმინა, რადგან გუნდი განიცდიდა რესტრუქტურიზაციას.

1976 წელს კი მან მიიღო საშინელი დამწვრობა. საგზაო შემთხვევიდან 42 დღის შემდეგ ის დაბრუნდა ფორმულა 1 ში, რითაც ყველა გააოცა.

სწორედ ამ სეზონში ტიტულის მოპოვებაში ებრძოდა ჯეიმს ჰანტს.

ნიკი ლაუდა და ჯეიმს ჰანტი 1976 წელს

image ბოლო რბოლაში 1976 წელს იაპონიაში, რბოლის პროცესში ნიკიმ გადაიფიქრა რბოლის გაგრძელება, ეს იმით ახსნა, რომ გზის გაგრძელება ძალიან საშიში იყო. ბოლო გრან პრიზე ლიდერი იყო და ჰანტზე 3 ქულით წინ იყო, მაგრამ მან ლაუდას არყოფნის დროს მოახერხა გალიდერება და საბოლოოდ 1976 წლის ფორმულა 1 -იც მოიგო, მან მხოლოდ 1 ქულით გაუსწრო ლაუდას.

კარიერის დაწყების დროს ნიკიმ და ჯეიმსმა იქირავეს 1 ოთახიანი ბინა ლონდონში და იყვნენ ახლო მეგობრები.

კარიერის დასრულების შემდეგ ჯეიმს ჰანტი გახდა BBC-ის კომენტატორი, ის ხიბლავდა ადამიანებს თავისი გარეგნობით, აზროვნებით და იუმორის საოცარი გრძნობით.

ჯეიმს ჰანტი 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნიკი ლაუდა ჯეიმს ჰანტზე: ჩვენ ვიყავით მეტოქეები, გამორჩეულად 1976 წლის ბოლოს. მაგრამ მე მას ვაფასებდი. ის იყო ნამდვილი ტოპ კლასის მრბოლელი.

ჯეიმს ჰანტი ნიკი ლაუდას შესახებ: ნიკი ძალიან ენერგიულია, ის ძალიან მოტივირებული და საქმეზე კონცენტრირებულია.

მათ საპატივცემულოდ გადაიღეს ფილმი " რბოლა " .image image

68 წლის ნიკი ლაუდა : ვისურვებდი, რომ ეს ფილმი ჰანტს ენახა.

1
113
3-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
113
  
3 ოქტომბერი, 11:39
ნიკი ლაუდა ფორმულა1–ის ცოცხალი ლეგენდაა, ისევე როგორც შუმახერი, მაგრამ რომ არა მარანელოს კატასტროფა არავინ იცის რა სიმაღლეებს დაიპყრობდა აირტონ სენა–ჩემთვის და მილიონობით ადამიანისათვის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მრბოლელი.
ძალიან მომეწონა სტატია...
0 1 1