x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფენომენალური მოვლენები, რომელთა დაჯერებაც გაგიჭირდებათ
image
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე მრავლად ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი.


image

დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფენომენალურ მოვლენებზე მინდა მოგითხროდ, რომელთა სიღრმეს მეცნიერები ვერ ჩაწვდნენ და თქვენც გაგიჭირდებათ დაჯერება.



1. ცეკვის ეპიდემია.image
1518 წლის ივლისში სტრასბურგში, ქალბატონი სახელად მადამ ტროფე ქუჩაში გავიდა და სახალხოდ, სრულიად უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. მისი ცეკვა არ გაჩერდა არც დღე და არც ღამე, უმეტესობა კი მას გიჟად მიიჩნევდა. ერთი კვირის შემდეგ მას 34 ადამიანი შეუერთდა, თვის მანძილზე კი მათი რიცხვი რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. მათგან უმეტესი გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა დანარჩენებს ცეკვა არ შეუწყვეტიათ. საბოლოოდ 400 მათანი გარდაიცვალა.



ამ ფენომენის ზუსტი მეცნიერული ახსნა ვერ იქნა ნაპოვნი. ვერცერთი თეორია ვერ ხსნის იმ ხალხის წარმოუდგენელ გამძლეობას, რომელთაც შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუსვენებლად ცეკვა.




2. ენდრიუ კარლსინი (Andrew Carlsin).image
2003 წელს, FBI–მ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის ბრალდებით პირი დააკავა. 800 $ –დან, რომელიც მის კუთვნილებაში იყო, შეძლო და 2 კვირის განმავლობაში 350 მილიონი $ გამოიმუშავა, რის გამოც 126 ძალიან სარისკო გარიგება დადო. დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ინფორმაციას მომავლიდან ფლობდა და 2256 წლიდან დროის მანქანით დაბრუნდა. დაპატიმრებიდან მალევე ვიღაცამ მის გასათავისუფლებლად 1 მილიონი $ გადაიხადა, რის შემდეგაც კარლსინი უკვალოდ გაქრა.




3. მდუღარე მდინარე.image
პატარა ბიჭს, ანდრეს რუზოს ბაბუისგან ჰქონდა გაგონილი ერთი ლეგენდის შესახებ, რომლის თანახმად ამაზონის დაბლობზე არსებულ მდუღარე მდინარეს მსხვერპლებს სწირავდნენ. მის ძიებაში ჩართულმა კი 2011 წელს მართლაც აღმოაჩინა მდინარე, რომლის ტემპერატურა 86 ° C–ია. წყლის საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უახლოესი ვულკანი მისგან 700კმ–ის მოშორებითაა.





4. ფოტო ბრალორნის მუზეუმიდან.image
ფოტო აღმოჩენილია Bralorne Pioneer Museum–ში და მყისიერად გახდა სენსაცია. ფოტოზე მოვლენები 1941 წელს კანადაში ოქროს ხიდის გახსნას ასახავს. ხალხის ნაკადში ადვილად შეამჩნევთ სხვანაირად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც 40–ან წლებს სულაც არ შეეფერება და თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სვიტერზე 21-ე საუკუნის ლოგოა გამოსახული, ატარებს მზის სათვალეს და ხელში პორტატული კამერა უჭირავს. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ფოტოზე დროში მოგზაურია დაფიქსირებული.




5. გაყინული გოგონა.image
1980 წლის 20 დეკემბერს, 19 წლის ჯინ ჰილიარდი მინესოტასკენ მშობლებთან მიემგზავრებოდა, თოვლიან გზაზე მოულოდნელად მანქანა გაუფუჭდა და გადაწყვიტა ფეხით მისულიყო მეგობრების სახლამდე, რომელიც ახლოს მდებარეობდა.

სიცივისგან ჰიპოთერმიის გამო მან გონება დაკარგა და თოვლში, -22 ° C –ზე ექვსი საათი გაატარა სანამ იპოვიდნენ. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო, კანიც ისეთი გამაგრებული ჰქონდა სიცივისგან, რომ ინექციისთვის ნემსის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ექიმები დარწმუნდნენ რომ ჯინა მკვდარია, ამიტომ გადაწყვიტეს უბრალოდ გაელღვოთ სხეული. ლღობის დროს მან მოძრაობა დაიწყო, მალევე თვალები გაახილა და წყალი მოითხოვა. სამი დღის შემდეგ ფეხებიც აამოძრავა, 6 კვირის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი გაწერეს საავადმყოფოდან.




6. გემი მოჩვენება "Carroll A. Deering"–ი.image
გემი სახელწოდებით Carroll A. Deering–ი იყო ამერიკული სატვირთო შანერი, რომელიც დღეს აჩრდილად მოიხსენება, 1921 წელს ის წყალში გაჩერებული იპოვეს, თუმცა პერსონალის კვალს ვერ მიაგნეს, მათი პირადი ნივთები გამქრალი, სანავიგაციო მოწყობილობები და საჭე დაზიანებული იყო. საოცარი ის არის, რომ საკვები პროდუქტები სადილის მოსამზადებლად იყო გამზადებული. კაპიტნის სალონში იპოვეს სხვადასხვა ზომის სამი წყვილი ფეხსაცმელი, სანიშნე რუკაზე კი არ იყო კაპიტნის ხელწერა. 1922 წლის ბოლოს გამოძიება შეწყდა, რადგან დამამტკიცებელი დასკვნები ვერ მოიპოვეს.




7. წვიმის კაცი.image
ყველაზე იდუმალი ამბავი დონ დეკერს შეემთხვა. 1983 წელს სტრასბურგში, დონის ბაბუა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ, ღამით, სანამ დონი დაიძინებდა, სასოწარკვეთაში ჩავარდა, რადგან ოთახის ჭერიდან და კედლებიდან, რომლის მიღმა არანაირი წყლის მილი და წყარო არ არსებობდა, წყალმა იწყო ჟონვა. ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუხერხა და პოლიცია გამოიძახა, რომლებმაც დასტრესილი დონი სახლს გაარიდეს და უახლოეს პიცერიაში მიიყვანეს. იგივე მოხდა იქაც, პიცერიის ჭერსა და კედლებიდან წყალმა იწყო ჟონვა და მანამ არ შეწყდა, სანამ დონმა არ დატოვა შენობა. ეს პარანორმალური ინციდენტი 1993 წლის 10 თებერვალს Unsolved Mysteries- ზე იყო ნაჩვენები.




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრა

10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდება

ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს

დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1)

დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი2)

საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთ

დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ოკეანეში

ატლანტიდის ტიტულის პრეტენდენტი 10 ჩაძირული ქალაქი

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოები

ჩვენი პლანეტის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები.

უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულება

ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა



1
704
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
704
  
2017, 3 ოქტომბერი, 11:42
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, სადაც სსრკ–ს დროს თერმული წყლების პანსიონატი იყო, თერმული წყლის დიდი ნაწილი მდინარე ჯუმში ჩაედინება და საკმაოდ დიდ მანძილზე ბანაობა შეუძლებელია წყლის მაღალი ტემპერატურის გამო.
0 1 1