x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
შეხედეთ თქვენს თითებს-შესაძლოა თქვენში გენიოსის თვისებები იმალება!
თითის ანაბეჭდების შესწავლა ცალკე მეცნიერებადაა ჩამოყალიბებული-მას დერმატოგლიფიკა ჰქვია. მასში გაერთიანებულია ფსიქოლოგია, დაკტიკოსკოპია და კრიმინალისტიკა. თავდაპირველად მას დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად გამოიყენებდნენ

დერმატოგლიფიკის ჩამოყალიბების თარიღად 1892 წელი ითვლება, როდესაც ინგლისელმა ბიოლოგმა, ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა, სერ ფრენსის ჰალტონმა გამოაქვეყნა ნაშრომი თითის ანაბეჭდებზე . მან დაამტკიცა, რომ თითოეული ადამიანის პაპილარული ხაზები, რომლებიც ქმნიან თითის ანაბეჭდებს, მკაცრად ინდივიდუალური ხასიათისაა, ცხოვრების მანძილზე ისინი არასოდეს იცვლება და არც ბერდება .


ყველა თითის ანაბეჭდი ინდივიდუალურია, მაგრამ ტიპოლოგიურად იყოფა სამ კატეგორიად:

ტალღები, მარყუჟი და ხვეულა.


image


ტალღები


ამ ტიპის თითის ანაბეჭდი ყველაზე გავრცელებულია, ასეთი ანაბეჭდის მქონე ადამიანები, როგორც წესი ძალიან მშვიდები და დამთმობები არიან, აქვთ საოცრად გაწონასწორებული ფსიქიკა, არასოდეს ერთვებიან საეჭვო თავგადასავლებში.

ასეთი “ტალღების” მქონე ადამიანები ძირითადად არიან, სტილისტ-პარიკმახერები, ვიზაჟისტები, დამხმარე ასისტენტები, კონდიტერები, ფლორისტები, ილუსტრატორები, ინტერიერის დიზაინერები.


მარყუჟი


ასეთი ტიპის ანაბეჭდი უფრო გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში. ამ ტიპის ანაბეჭდის მქონე ადამიანები საკამოდ ღია, თავდაჯერებულნი და კარიერაზე ორიენტირებულები არიან.

მათთვის მნიშნელოვანია განვითარება და გამოცდილების ამაღლება, თუნდაც ამას კონკრეტულად სარგებელი არ მოჰქონდეს.



ხვეულა


რას მეტი “ხვეულა” გაქვთ თითებზე, მით მაღალია თქვენი გონებრივი შესაძლებლობები. 10 “ხვეულას” მეცნიერები “გენიოსის ბეჭედეს” უწოდებენ, რადგან ასეთი ტიპი უკიდურესად იშვიათია და ძირითადად გამომგონებლებსა და მეცნიერებს ეკუთვნით.



3
399
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
399
  
2017, 3 ოქტომბერი, 14:56
ხვეული გარეშეც ვიცი , რომ გენიოსი არავარ :დ
2017, 3 ოქტომბერი, 8:27
თვალის ზომით შეადარე :D
2017, 2 ოქტომბერი, 23:55
ხვეულები, როგორ დავითვალო :დ
0 1 3