x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის მიზანთროპი და გვეშინოდეს თუ არა მისი?
მიზანთროპთან დაკავშირებით ძირითადად ნეგატიური ხასიათის აზრები გვებადება. არიან თუ არა სინამდვილეში ისინი საშიშები და გვაქვს კი, მათ მიმართ სწორი დამოკიდებულება?

image


განვიხილოთ ტერმინი..
მიზანთროპია წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან, "აუტანელი" და "ადამიანი", ანუ ეს არის ადამიანისაუტანლობა.

მიზანთროპის ანტონიმი გახლავთ ფილანტროპი, ანუ ადამიანის მოყვარული, ჰუმანისტი.
ეს არის ქველმოქმედი, მოწყალე პიროვნება.
image



ლექსიკონებში მიზანთროპი მოიხსენიება, როგორც ადამიანის და მთლიანად კაცობრიობის მოძულე პიროვნებებად.
აღსანიშნავია, რომ ოჟეგოვას ლექსიკონში მიზანთროპის განმარტება შერბილებულია და მათ მოიხსენიებს ადამიანებად, რომლებსაც არ უყვართ და ერიდებიან სხვებს.
ეს ადამიანები ძალიან ნერვიულად რეაგირებენ მასთან კომუნიკაციის მცდელობებზე . ასევე აპროტესტებენ ნორმებს, წესებს და ტრადიციებს. იცავენ დისტანციას სხვებისგან.
როგორები არიან ისინი სხვადასხვა გარემოში?
სახლში

სახლში ისინი უფრო გახსნილები და ლოიალურები არიან ახლობლებთან მიმართებაში. მათ შეუძლიათ შეიყვარონ ერთი, რომელიმე პირი და ამასთან შეიძულონ დანარჩენები. ზოგიერთი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობს, ხოლო რთულ შემთხვევებში, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და არ იკარებენ არავის.
სამსახურში

სამუშაოზე მათი უმრავლესობის ქცევა ადეკვატურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კოლექტივი არც ისე დიდია.

ურთიერთობაში

მათ უჭირთ ურთიერთობების აწყობა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი ხანგრძლივი დროით არიან ურთიერთობებში.
მიზანთროპები არ პატიობენ შეცდომებს, მტკივნეულად განიცდიან კრიტიკას.

რა არის მაინც მიზანთროპია?- ეს არის, სიძულვილი ადამიანების მიმართ, გამოხატული სურვილებით მოარიდონ თავი საზოგადოებას, შეამცირონ ურთიერთობების წრე. ამ გრძნობის მიმართულება არის მთელ კაცობრიობაზე.


მიზანთროპები შეიძლება იყვნენ ქველმოქმედებიც. გაინტერესებთ რატომ?
ქველმოქმედება, ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ავიმაღლოთ თვითშეფასება, ან ავწიოთ ჩვენი იმიჯი საზოგადოებაში. ამიტომ მიზანთროპების ამ საქციელს სინამდვილეში არა სიკეთის, არამედ სხვა უფრო ღრმა, ეგოისტური მოტივი აქვს.

თუ მიზანთროპია არ არის პათოლოგირი, მაშინ ეს შეიძლება შევაფასოთ მდგომარეობად, რომელსაც არ აქვს საშიში ხასიათი.

ცნობილი მიზანთროპებიimage

ცნობილია, რომ ისეთი მწერლები და ფილოსოფოსები, როგორიცაა: კაფკა, სვიფტი, შოპენგაუერი და ნიცშე მიზანთროპები იყვნენ. მათ არ მოუტაიათ ზიანი ადამიანებისათვის და ეს ნიშნავს, რომ მათ ისევე უნდა ვენდოთ, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს.

დადგენილია, რომ მიზანთროპების უმრავლესობას ინტელექტის კოეფიციენტი საშუალოზე მაღალი აქვთ და მათ ნამდვილად შეუძლიათ ისწავლონ სიყვარული, სიყვარული ადამიანების.



წყარო:http://rusachka.ru

0
476
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0