x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424461
როგორ გამოვიყენოთ კერძების მომზადებისას დარჩენილი პროდუქტი

image კარგი დიასახლისი ყოველთვის ეძებს გზებს, სადილ-ვახშმიდან მონარჩენი საჭმელები და კერძების მომზადების დროს დარჩენილი სანოვაგე გამოიყენოს მათი სხვა სახის და გემოს კერძებად გადაკეთების გზით.

ეს ძალიან სასარგებლო საქმიანობაა არამხოლოდ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის თვალსაზრისით, არამედ იმითაც რომ ამ შემთხვევაში მიღწეული იქნება აუცილებელ კერძთა სხვადასხვაობა და მრავალფეროვნება ოჯახურ კვებაში.

სანოვაგის ჩამონაჭრების და ნარჩენების გამოყენებას ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია.

image ღორის, ცხვრის ან ძროხის მსუქანი ხარშვის დროს მოყენებული ქონი უნდა გადმოვიღოთ“მოვაქციოთ ქილაში, შევინახოთ და კატლეტების და გუფთების შესაწვავად გამოვიყენოთ.

image კატლეტების დამზადების დროს რბილი ნაწილების გამოყენების დროს დარჩენილი ძვლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ბოსტნეულით შეზავებული სუპებისთვის.

image ბოსტნეულის ჩამონაჭრებიდან ძლიერ გემრიელი სუპი გამოდის.

კომბოსტოს ხვიტი, პარკი ლობიოს დარჩევისას ნარჩიელა ყუნწები, სატაცურის ქვედა უხეში ნაწილი“სხვადასხვა მწვანილის ღეროები და ძირები უნდა მოიხარშოს ძლიერ დარბილებამდე და გაიწუროს.

image მორჩენილი მწვანილის ძირები, ღეროები თუ ფოთლები გაახმეთ და შეინახეთ ზამთრისთვის.

შემწვარი ხორცის ნარჩენების სხვა სახის კერძად გადაკეთება:მოაგროვეთ თეფშზე შემწვარი ან მოხარშული ხორცის ნარჩენები, გაატარეთ მანქანაში ხახვიან მწვანილთან ერთად.მოშუშეთ, გაურიეთ ცოტაოდენი შავი ან სურნელოვანი პილპილი.დააცხვეთ ჩვეულებრივი ბლინები, თითოეულ ბლინში ჩადეთ 1.5 კოვზი ეს ფარში, შეახვიეთ და გამოიტანეთ სუფრაზე.

image სალათი-დომხალი ხორცის ან თევზის ნარჩენებისგან:შემწვარი ან მოხარშული ხორცის ან უძვლო თევზის ნარჩენები დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად.მაგრად მოხარშული კვერცხის გული დასრისეთ ჩაალესეთ 1 ს/კ მდოგვის ფაფაში და ქ ს/კოვზ რომელიმე მცენარეულ ზეთში.ამას დაუმატეთ ერთი სავსე თეფში მოხარშული კარტოფილი, კომბოსტო და მწვანილი, აურიეთ ყველაფერი, მოათავსეთ თეფშზე ყველა ეს მასა პირამიდისებურად, ზემოდან მოასხით ცოტაოდენი არაჟანი, მორთეთ მწვანილებით და მჟავე კიტრის ნაჭრებით.

image

ფრინველთა ხორცის კერძების ნარჩენების გადამუშავება:

შემწვარი ან მოხარშული ქათმის, ინდაურის, ბატის ან იხვის ხორცის ნარჩენები ჩააწყვეთ ქვაბში, მოშუშეთ ხახვთან ერთად, მოასხით პომიდვრის წვენი და ადეუღეთ 10-15 წუთი ადუღეთ.

image ბოთლებში ჩარჩენილი ღვინოებიდან შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის ძმარი მიიღოთ.

image პურის ნაჭრები და ნამცეცები შეგიძლიათ გაახმოთ, დაამზადეთ ორცხობილა, დანაყეთ, გაცერით და შეინახეთ შემდეგში გამოსაყენებლად.

imageჩირებისა და და მურაბების დამზადების დროს დარჩენილი ხილის ნაფცქვენები შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟელეების, კომპოტ-კისელების, ან ხილის წვენის მოსამზადებლად.

imageჩაიდანში ჩარჩენილი გამოხარშული ჩაი არ გადაყაროთ, ის ყოველთვის დაყარეთ ოთახის მცენარეების ძირებთან.

image

ჟელე ბოსტნეულის ნახარშისგან:ბოსტნეულის ნახარშისგან შეიძლება შეიძლება მოამზადოთ ლამაზი ფერის გემრიელი ჟელე და მორთოთ ამ ჟელეთი თევზეულის, ხორცეულის და თვით ბოსტნეულის კერძები.რომელიმე ბოსტნეულის გაწურულ და მარილით შეზავებულ წვენს ჩაახარშეთ ჟელატინი შესაბამისი პროპორციით, მიიყვანეთ წამოდუღებამდე, თან გტანუწყვეტლივ ურიეთ.შემდეგ გადმოდგით ქურიდან და ერთხელ კიდევ გაწურეთ, ოდნავ გააცივეთ და მოასხით ზემოდან ლანგარზე დაწყობილ, გამზადებულ ხორცეულ, თევზეულ თუ ბოსტნეულ კერძებს.

image


0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0