x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარილის გამოყენების სასარგებლო რჩევები

image

მარილი უძველესი დროიდან გამოიყენება საწმენდ საშუალებად.

მარილი სხვადასხვა საგნების დეზინფექციისთვის და გასაწმენდად ტოქსიკური ეფექტის არმქონე არაჩვეულებრივი საშუალებაა.

გარდა ამისა, მარილი ძალიან იაფი ღირს, ამიტომ არ არის არანაირი მიზეზი, რათა ის არ გამოვიყენოთ. ბევრი საწმენდი საშუალება, რომლებიც იყიდება, არა მარტო ძვირი ღირს, არამედ საშიშია ჯანმრთელობისათვის, რადგან შეიცავს მავნე ქიმიას.

1. ჭიანჭველებისგან დამცავი.

თუ თქვენ გინდათ კარებზე, ფანჯრებზე და კარადებში ჭიანჭველებისგან თავი დააღწიოთ, მოაყარეთ ამ ადგილებში მარილი. ეს ასევე შეამცირებს ტენიანობის დონეს სახლში.

2. სპილენძის, თითბერის და ვერცხლის გაპრიალება.

ეს მეტალები უფერულდება, თუკი მათ არ გავაპრიალებთ. ამისათვის თქვენ გამოგადგებათ მარილი. შეურიეთ მარილი ვაშლის ძმარს და მეტალის საგნები გაწმინდეთ ბრწყინვალებამდე. ეს ნატურალური საშუალება ამოიყვანს ყველა ლაქას და ჭუჭყის კვალს.

3. სადინარების გაწმენდა

გახსენით ცოტა მარილი ცხელ წყალში და ამ ნარევით გაწმინდეთ აბაზანაში და სამზარეულოში ნიჟარა. მარილი გახსნის ცხიმოვან ნალექებს, რომლებიც ჭედავს მილებს და იწვევს უსიამოვნო სუნს.

4. ფანჯრების წმენდა სახლში და ავტომობილში.

გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი 3.5 ლიტრ თბილ წყალში. ამ ნაზავით შეიძლება ფანჯრების გაწმენდა და ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა, თან სისუფთავის ეფექტი დიდხანს შენარჩუნდება.

5. კანის გაახალგაზრდავება

შეურიეთ მარილი ლავანდის ეთერზეთს ან ზეითუნის ზეთს. დაიდევით ეს ნაზავი ტანზე. დაიცადეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მარილი უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ აქერცვლას. გარდა ამისა კანი მიიღებს ახალგაზრდულ და ჯანმრთელ სახეს.

6. კბილის ტკივილის განკურნება

თუკი თქვენ იტანჯებით კბილის ტკივილით ან წყლულებისგან პირის ღრუში, თქვენ გიშველით მარილი.

უბრალოდ გახსენით ცოტაოდენი მარილი თბილ წყალში. დარწმუნდით, რომ ის გაიხსნა ბოლომდე.

გამოივლეთ პირის ღრუში ეს ხსნარი. შედეგი არ დააყოვნებს.

7. კბილების გათეთრება და პირის ღრუს მოვლა.

იმისათვის, რომ დავამზადოთ გამათეთრებელი ნარევი, შეურიეთ თანაბარი პროპორციით სოდა და მარილი.

გამოიყენეთ ეს ნარევი ნებისმიერ დროს. ის დაუბრუნებს თქვენს კბილებს ბუნებრივ ბრწყინვალებას.

8. რეცხვის შედეგის გაუმჯობესება

იმისათვის, რომ ტანსაცმელი დავიცვათ შევიწროვებისგან, დაუმატეთ სარეცხ მანქანაში ცოტაოდენი მარილი. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუკი თქვენ ტანსაცმელს მზეზე აშრობთ.

9. ფარდების და ხალიჩების ფერების აღდგენა

თუკი თქვენ გსურთ ფარდებს და ხალიჩებს დაუბრუნოთ ფერი, თქვენ დაგჭირდებათ მარილწყალი. ის მათ აძლევს ახალ სახეს ერთჯერადი დამუშავების შემდეგაც კი. მოათავსეთ ტილო კონცენტრირებულ მარილიან ხსნარში. რამდნიმე ხნის შემდეგ ტილო ამოიღეთ და გაწმინდეთ მისი საშუალებით ფარდები და ხალიჩები.

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0