x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს 6 რაღაც უნიტაზში არასოდეს ჩარეცხოთ! დაიმახსოვრეთ!!!
ხშირ შემთხვევში საჭმელისა და სხვა ნარჩენების თუ გადასაყრელი ნივთების მოშორების მარტივი გზა კანალიზაცია ხდება, თუმცა სანამ რამეს მოიმოქმედებთ, დაფიქრება ნამდვილად გმართებთ, რადგან არსებობს ექვსი რაღაც, რაც საკანალიზაციო მილში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუძახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე რთულ შემთხვევასთან გექნებათ.


image


ეს 6 რაღაც უნიტაზში არასოდეს ჩარეცხოთ!


1. გაჯირჯვებადი პროდუქტები.image
კატის (და სხვა ცხოველის) საჭმელი, რომელიც წყალში ჯირჯვდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს კანალიზაციის მილში, რადგან სილიკის შემავსებლები და მინერალები, რომლებსაც ეს პროდუქტები შეიცავს, წყალში არ იხსნება. გაჯირჯვების შემთხვევაში ის ბენტონიტური თიხასავით გადალესავს მილს და ხელს შეუშლის წყლის გამავლობას, შედეგად კანალიზაცია გაიჭედება.




2. ყავის ნალექი.image
ყავის ნალექი ადვილად ილექება მილების ფსკერზე, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს მის გაბიდვნას და შედეგად კანალიზაცია გაიჭედება.



3. სველი ხელსახოცი.image
ე.წ სველი "სალფეთქი" არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩააგდოთ უნიტაზში, ვინაიდან მისი ნაჭრის სტრუქტურა წყალში არ იხსნება და შედეგად გაჭედავს კანალიზაციას.



4. ბავშვისა და ქალის საფენები.image
საფენის შემადგენელი სტრუქტურა წყალთან ზემოქმედებისას კი არ იშლება, პირიქით, ჯირჯვდება, იბერება და საცობის წარმოქმნის პირველი მტერი ხდება.



5. ყურის საწმენდი ჩხირები.image
უნიტაზში ჩაყრილი ყურის ჩხირები, საბოლოოდ მილის ბოლოში ერთად იყრის თავს, რაც კანალიზაციის გაჭედვის პირდაპირი მიზეზი ხდება.



6. კარაქი, ერბო, მპოხავი ნივთიერებები.image
სამზარეულოში არსებული ცხიმები, რომლებიც ტაფასა და ქვაბებზე საკვების მომზადების შემდეგ რჩება, არ უნდა ჩაყაროთ უნიტაზში, რადგან გაციების შემთხვევაში ის იპოხება მილებზე და იწვევს კანალიზაციის გაჭედვას.



P.S. ხელოსნის (სანტექნიკოსის) გამოძახება საჭირო რომ არ გახდეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები.



იხილეთ აგრეთვე:


არასოდეს აღარ ჩაღვაროთ საკვების ნარჩენები უნიტაზში! და აი რატომ

არ დაჯდეთ უნიტაზზე 15 წუთზე მეტ ხანს! აი რატომ

აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე



0
1459
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0