x
image
გემი დალანდი
იდეალური სხეულის საიდუმლო-მაჯის გარშემოწერილობა და კვების 1 პრინციპი
ადამიანის სხეულის აგებულების კლასიფიკაციის განსაზღვრისთვის ხშირად იყენებენ უილიამ შელდონის სისტემას, რომლის თანახმადაც გამოყოფენ ექტომორფულ, ენდომორფულ და მეზომორფულ ტიპებს, რომლებიც თავის მხრივ განსაზღვრავენ ვარჯიშისა და კვების სისტემას. როგორ გავარკვიოთ, თუ რომელ კლასიფიკაციას მივეკუთვნებით და როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ იდეალური სხეული ჩამოგვიყალიბდეს, ამაში ქვემოთ მოყვანილი მეთოდი დაგეხმარებათ.

image

გაიზომეთ მაჯის გარშემოწერილობა:თუ მისი მოცულობა 15–17, 5სმ-ია ექტომორფებს განეკუთვნებით, 17, 5–20 სმ-მეზომორფებს, ხოლო 20სმ-ზე მეტი მოცულობა მიანიშნებს, რომ ენდომორფების ჯგუფს მიეკუთვნებით.

ახლა კი განვიხილოთ თითოეული მათგანი:


ექტომორფი

image

სხეულის დამახასიათებელი აგებულება:მაღალი, გამხდარი ფიგურა, ცხიმის დაბალი შემცველობა, ცუდად განვითარებული მუსკულატურით.კუნთების განვითარება და წონაში მატება გაძნელებულია.მეტაბოლიზმი დაჩქარებულია.

აუცილებელია გაზარდოთ კუნთოვანი მასა. ივარჯიშეთ დღეგამოშვებით, მაგრამ ყოველ ვარჯიშში ჩართეთ კუნთოვანი მასის 2 ჯგუფი მაინც. ვარჯიშის წინ აუცილებელია ე.წ. გასახურებელი ვარჯიშები.

მიიღეთ 8გრ. ნახშირწყლები, 4, 3 გრ. ცილები და 1გრ. ცხიმი სხეულის მასის 1კგ-ზე. იკვებეთ საშუალო ულუფებით დღეში 6-ჯერ. რაციონში ჩართეთ ბრინჯი, შვრია, მაკარონი, პარკოსნები, ხილი, უცხიმო თევზი და ხორცი, საშუალო ცხიმიანობის რძის პროდუქტები და გამორიცხეთ ტკბილეული.


მეზომორფი

image

სხეულის დამახასიათებელი აგებულება:კარგად განვითარებული კუნთები, კანქვეშა ცხიმის შემვცელობა დაბალია. ვარჯიშისა და დიეტის სწორი რეჟიმის დროს კუნთოვანი მასა კარგად ვითარდება.

აუცილებელია ზედმეტი ცხიმების დაწვა და მიღწეული ფორმის შენარჩუნება. ივარჯიშეთ და თვალყური ადევნეთ წონას.

მიიღეთ 6გრ.ნახშირწყლები, 4გრ.ცილა და 1, 2გრ. ცხიმი სხეულის მასის ყოველ 1კგ-ზე. მიირთვით ხორცი, თევზი, პარკოსნები, პროტეინიანი ნარევები, გამორიცხეთ ცომეული და ტკბილეული.


ენდომორფი

image

სხეულის დამახასიათებელი აგებულება:მიდრეკილია სიმსუქნისკენ, ფიგურა ცხიმითაა დატვირთული, რომელიც მეტწილად მხრების და მუცლის არეშია ჩალაგებული. კიდურები სუსტია, მეტაბოლიზმი შენელებულია.

უნდა მოხდეს მეტაბოლიზმის დაჩქარება.დაიწვას ცხიმები და ჩამოყალიბდეს რელიეფი. ვარჯიშისთვის საუკეთესოა აერობიკა.

მიიღეთ 2, 5გრ. ნახშირწყლები, 3, 5 გრ. ცილები და 1, 3 გრ.ცხიმები სხეულის მასის ყოველ 1კგ-ზე. მიირთვით მცირე ულუფები დღეში 4-5-ჯერ.ხილი და სხვა ნახშირწყლები მიირთვით დღის პირველ ნახევარში.


0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0