x
image
თოკა ჯაბნიძე
ფაქტები პლანეტის ყველაზე ჭკვიან ადამიანზე
image სტივენ უილიამ ჰოკინგი - ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, ძირითადად მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

ის დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელექტუალურ ოჯახში.

21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი - მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუთროვან ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს, ასეც მოხდა ჰოკინგის შემთხვევაშიც, რომელმაც ის საბოლოოდ 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა.

1962 წელს დაამთავრა ოქსფორდი.


1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე.

1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში მიიღო პროფესორის ადგილი.

1974 წელს ის გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი, მეგობრებმა ფიზიკოს მეტყველების სინთეზატორი აჩუქეს, მას შეუძლია მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც ის მართავს კომპიუტერს. მიუხედავათ მძიმე ავადმყოფობისა ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწევა.

არსებობს თუ არა ღმერთი, სტივენ ჰოკინგის თეორია

გაზეთ EL Pais ჟურნალისტმა მას კითხვით მიმართა: 'არსებობენ კარგი მეცნიერები რომლებსაც სწამთ ღმერთი '?

- სამყაროს სტრუქტურის ახსნა მეცნიერული კანონებით შესაძლებელია, ამისათვის ღმერთი არ არის საჭირო.

შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?

მან გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც სვამდა კითხვას"შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა", სადაც ის წერს, რომ: " მე არნაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის ღმერთს არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვენლოვანი და ფუნდამენტალური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.

დიდი ხნის წინ პასუხი ერთნაირი იყო : ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ისეთ სასტიკ ადამიანებსაც კი, როგორებიც იყვნენ ვიკინგები, სწამდათ ზებუნებრივი ძალების, რათა აეხსნათ ზებუნებრივი მოვლენები : ელვა, ქარიშხალი და სხვა

სამყარო სულაც არაა ზებუნებრივი და საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა.

თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, ჩნდება მარტივი შეკითხვა : რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის დიდი წინააღმდეგობის ნაწილი მეცნიერებასა და რელიგიას შორის.

ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაიმეს ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება მეცნიერებას დაუთმე, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო უსასყიდლოდ გადმოგვეცა".

კაცობრიობის მომავალი

" დედამიწას ბევრი საფრთხე ემუქრება, ჩემთვის რთულია, პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება, საფრთხეები ძალიან ბევრია, ჩვენ გაუკეთეთ ჩვენს პლანეტას საშინელი საჩუქარი : გლობალური დათბობა. ტემპერატურა იზრდება, ყინული დნება, ქრება ხეები, მცირდება ცხოველთა რაოდენობა და სახეობები".

მან არაერთხელ გააკეთა საშიში პროგნოზები წარსულში, დღეს კი ის საუბრობსკაცობრიობის ყველაზე დიდ საფრთხეზე "დედამიწაზე დარჩენა".

" წარსულში, როდესაც კაცობრიობის წინაშე აღმოჩნდა რესურსების ნაკლებობა, უბრალოდ გადავიდა პლანეტის სხვა ნაწილზე. აქედან გამომდინარე კაცობრიობას არ აქვს სხვა გზა გარდა ახალი პლანეტის პოვნისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებმა უნდა დატოვოს დედამიწა განაცხადა ჰოპკინგმა.

"სხვა პლანეტებზე კაცობრიობის კოლონიზაცია აღარ არის ფანტაზია, უკვე მეცნიერული ფაქტია, ადამიანის რასა, როგორც ცალკე სახეობა 2 მილიონი წლისაა, ადამიანების განვითარების ტემპი სტაბილურად იზრდება, თუ კაცობრიობა კიდევ მილიონ წელს იცოცხლებს, თამამად შეეძლება გაფრენა იქ სადაც არავინ ყოფილა.

გამოჩენილი ბრიტანელი ფიზიკოსი კი აგრძელებს კაცობრიობის შეშინებას, უცხოპლანელთა არსებობის თეორიით. ის ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ უცხოპლანეტელები სანამ ისინი გვიპოვნიან.

სტივენ ჰოპკინგის ცხოვრებაზე გადაღებულია ფილმი " The Theory of Everything" სადაც მთავარ როლს "ედი რედმეინი" ასრულებს.

სტატია პოზიტიურად დავასრულოთ შემოგთავაზებთ სტივენ ჰოკინგის პოზიტიურ ვიდეოს.



0
547
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0