x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"საზოგადოება 20/30": მოვუწოდებთ მედია საშუალებებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან
image


"საზოგადოება20/30" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მედია საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან.


"29 სექტემბერს, „საზოგადოება 20/30“-მა გაავრცელა შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კერძოდ, ისინი „საზოგადოება 20/30“-ის ამ შეფასებას წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მოძრობას, სადაც გაერთიანებულები არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წლის 9 ივნისს.


ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში და არც გავრცელებული შეფასება წარმოადგენს მის მოსაზრებას.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თავი შეიკავონ დეზინფრომაციის გავრცელებისაგან."-ნათქვამია განცხადებაში.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0