x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დააკოპირე და ჩასვი
image

დილა გათენდება ხვალაც.

მზის კოცნას ნიკაპთან იგრძნობ,

შენ ისევ სახეს მალავ

არ მოგწონს ეს ფლირტი თითქოს...

image

ფეხშიშველი აივანზე, ყავა ..

ჩაიღვრება სხეულში სითბო.

ეს დილაც თავის გზით წავა

შენგან ხომ არაფერს ითხოვს.

image

დღესაც დეჟავიუს განცდა

მრავალჯერ ნანახი თემის

ისე მსახიობობ მართლაც

თითქოს მფლობელი ხარ "ემი"-ს.

image

შენ მაინც "რაღაცას" ელი

სიახლეს და არა განცდილს.

ეს დღეც რუტინაა ძველი,

დააკოპირე და ჩასვი.


image

2
41
12-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
41
  
2017, 2 ოქტომბერი, 11:27
მადლობა
2017, 2 ოქტომბერი, 11:06
სასიამოვნო იყო...:)
0 1 2