x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:72003
  • ვიდეო:325191
  • სურათი:427362
მწვანეთვალება 11

image
შებინდებული იყო როცა ქალაქს მიუახლოვდნენ..

-დაიღალე?..

-ცოტა..ერთი სული მაქვს სახლში მივიდე.

-მე კი მინდა ეს გზა გაიწელოს, არ მინდა გაგიშვა..

-ჩვენ შევთანხმდით, ხვალ დილდან ვიწყებთ ახალ ცხოვრებას..

-გამიჭირდება..

-გეგა ... ქეთამ გაბრაზებული გახედა გეგას

ტელეფონმა დარეკა ქეთამ ხმა გაუთიშა არ უნდოდა გეგას თანდასწრებით ესაუბრა მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა და ქეთაც იძულებული გახდა ეპასუხა..

-გისმენ...

-------------

-მეც ...

---------

-არა, რა უნდა მომხდარიყო უბრალოდ დავიღალე..

------------------

-სახლში მინდა..იცი რას ვგავარ? შეგაშინებ..

-------------------

-ხვალ გთხოვ. ნუ ჯიუტობ..

------------------

- კარგი..ნუ მიბრაზდები..

------------------

-შეხვედრამდე...

ქეთას ყველაზე ნაკლებათ მისი ნახვა უნდოდა ეხლა მაგრამ დათას დაჯინებულ ტონს ვერ გაუძლო და დანებდა..ან ამას რას ვერჩი მეტი რაღა უნდა გააკეტოს?რით ვერ შევიყვარე.რატომ მიყვარს მაინცდამაინც ის ვინც არ უნდა მიყვარდეს...

-უყვარხარ?

-ვის? კითხვამ დააბნია ქეთა..

-ვისაც ესაუბრე..

-კი..

-შენ გიყვარს?

-კარგი ადამიანია..იმსახურებს რომ მიყვარდეს...

-ეგ პასუხი არა..

-არ მინდა ამ თემაზე შენთან საუბარი..

-მაპატიე, არ მაქვს უფლება..

-მე უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო გეგა..

-მეც მინდა რომ ბედნიერი იყო...

-მადლობა..ასევე შენც იყავი ბედნიერი ნინისთან ერთად..

მერე ორივე გაჩუმდა...

დათა დათქმულ ადგილას ელოდა ქეთას...

გეგა ადგილიდან არ განძეულა უყურებდა ნელი ნაბიჯით სხვისკენ მიმავლ ქეთას და ბრაზი ახრჩობდა.. უყურებდა როგორ მოხვია წელზე ხელი ვიღაც სხვამ მის საყვარელ ქალს და გულში ჩაიკრა..უყურებდა და სისხლი ეყინებოდა...უნდოდა ჩასულიყო ქეთასთვის ხელი ჩაჭიდა მანქანაში ჩაესვა და სადღაც შორს უმისამართოდ წაეყვანა..მაგრამ არ შეეძლო არ შეეძლო რადგან ქეთა უკვე სხვა იყო და თავადაც სხვისი იყო..მერე წამით მოაშორა ქეთას მზერა და ადგილს გიჟივით მოწყდა...

სახლში მისვლა არც უფიქრია მანქანა ნინის სადარბაზოს წინ გააჩრა და მხოლოდ ეხლა დაურეკა ნინის..

-უნდა გნახო..

-ეხლა?სად ხარ?

-ბინის წინ ..

-რატომ აქმდე არ დამირეკე მოვემზადებოდი..

-არ გინდა როგორც ხარ ისე ჩამოდი...

-მოხდა რამე?მშვიდობა გაქვს?

-გელოდები

დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია სულ რაღაც ხუთ წუთში ნინიმ შეშინებულმა გამოაღო გეგას მანქანის კარი..

-სიხარულო რა მოხდა შემეშინდა ხომ კარგად ხარ..

-ნუ გეშინია კარგად ვარ..

-არ მაკოცებ?

გეგა ნინისკენ მობრუნდა, ნინიმაც არ დაყოვნა და საქმროს ყელმში შემდეგ კი ტუჩებში მხურვალედ აკოცა..

მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მაგრამ ვერ ხვდებდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო..გეგას არაფერი უთქვამს არც ნინის უკითხავს სად მივდივართო..მის საყვარელ ადგილას გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადმოვიდა“ვინ მოთვლის რამენჯერ მდგარა აქ ნინისთან ჩახუტებული და რამდენჯერ დამტკბარა ქალაქის ხედებით...

-გეგა..

-გისმენ ნინი

-არა შენ კი არა მე გისმენ.სადამდე იქნები ჩუმად რამე მოხდა?

-ნინი რაღაც მოხდა და შენ ეს უნდა იცოდე, დამალვა არ შემიძლია და არც მინდა, მე ისევ შევხვდი ქეთას.ეს სამი დღე მათან ერთად გავატარე...

-ვინ ქეთა? ძლივს ამოღერღა ეს ორი სიტყვა ნინიმ და სუნთქვა შეეკრა..წამით გონება დაუბნელდა..

-გეყოფა...

-მეყოფა? მე მგონია რომ შენ სამსახურის საქმეებს აგვარებ, თურმე როგორ არა! ერთობი...ეხლა კი უტეხად დგახარ ჩემს წინ და მეუბნები სამი დრე მასთან ვიყავიო?მასთან იყავი ვის გამოც ჩემი მიტოვება გქონდა გადაწყვეტილი?იმ გოგოზე ამბობ თავგზა რომ აგიბნია და მერე უსიტყვოდ მიგატოვა?ეგ არა მე ვიმსახურებ შენს სიყვარულს. მე ვიმსახურებ რადგანაც მაშინაც კი მიყვარდი როცა იმ არარაობს მისტიროდი, მიყვარდი და გელოდი...

-გაჩუმდი ნინი...ხო გეუბნები რომ იცოდე, არ მინდა სხვისგან გაიგო..შენ მშვენივრად იცი რატომაც მიმატოვა... გეგას ხმაზე ნინი შეკრთა...

-რაო?შეგაცოდა თავი?და ახლა რას აპირებ? ერთად და ბედნიერად ცხოვრებას?

-არა ნინი მე უბრალოდ მაინტერესებდა და თუ რატო მიმატოვა და პასუხიც მივიღე..არაფერს არ ვაპირებ უბრალოდ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და არ მინდა შენ ეს სხვისგან გაიგო...

-კარგია, სახლში ცოლი გეყოლება სამსახურში საყვარელი....

-ნინი არ გინდა დაფიქრდი რას ამბობ საკუტარ თავს ნუ აყენებ პირველ რიგში შეურაწყოფას..შენ არ გინდა მითხრა რატომ დამალე სიმართლე?

-რა უნდა მექნა, დაგლოდებოდი როგორ დამტოვებდი იმ წანკლა გოგოს გულისთის?

-გაჩუმდი...იმ გოგომ შენ რომ ბედნიერი ყოფილიყავი იცი რამდენი ტკივილი გადაიტანა?

-მართლა იქნებ მივიდე და მადლობა გადაუხადო? ვინ შეეხვერწა ჩემი შეყვარებული შეიყვარეო? მოქცეულიყო წესიერად და არ დაიტანჯებოდა, ეგეც საკითხავია როგორ იტანჯებოდა?


-მე შენ სულ სხვანაირი შეგიყვარე.ნაზი თბილი და მოსიყვარულე..

-მე ეხლაც ეგეთი ვარ გეგა, მე შენ მიყვარხარ და არავის არ დაუმობ შენს თავს..

-ჩემი ბრალია, შენთან რა მინდა ჩემი ბრალია იმეორებდა გეგა უმისამართოდ...

-წასვლა გინდა?ისევ უნდა მიმატოვის მის გამო?ნინის ხმა აუკანკალდა და ცრემლებს გზა მისცა..

-არა! ძლივს ამოღერღა გეგამ...

-აბა რა გინდა მე გაგიშვა და შენც დამშვიდებული სინდისით მასთან წახვიდე?

არა ეს არ მოხდება, მე შენ არ გაგიშვებ...

არ გაგიშვებ გესმის..

არ გაქვს უფლება იმეორებდა განწირული ხმით ნინი და თან გამეტებით ურტყამდა გეგას, ის კი გაუნძრევლად იდგა და დუმდა...

-ნინი და დამშვიდდი! გეგას მკლავებში მოქეული ნინი წამით გაყუჩდა..თავი ასწია და გეგას თვალი გაუსწორა?

-გიყვარს?

- ............ გეგა დადუმდა, არ შეეძლო და არც უნდოდა ნინის მოტყუება...

-გიყვარს..ნინიმ ხელი ჰკრა გეგას და თავი დაიხსნა მისი მკლავებიდან..და ისე რომ გეგასთვის არც მიუხედავს ჩაბნელებულ ქუჩას გაუყვა...

-სად მიდიხარ, მანქანაში ჩაჯექი...

-შემეშვი...

-შენ ეს უნდა გცოდნოდა ნინი..ვერ მოგატყუებდი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, მე შენს მიტოვებას არ ვაპირებ...

-არ მიმატოვებ მაგრამ არც გეყვარები!სული მტკივა, ვკვდები გეგა...

-ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნები, მაპატიე...

-არა არაფერი აღარ იქნება კარგად, აღარც მე ვიქნები კარგად მაგრამ არც იმას დაუშვებ რომ მარტო მე მტკიოდეს..

-მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიე ეს ტკივილი...

-გაპატიო? ვის რაში ჭირდება ეხლა პატიება...ერთად დავიტანჯოთ...დროა ყველამ ჩვენს შეცდომებზე ვაგოთ პასუხი, მე ვიმსახურებ ამ ტკივილს რომ შენაირი უნამუსო მიყვარდა... ის იმიტომ რომ სხისი საკუთრება მოინდომა...

შენ კი... საერთოდ არ ღირხარ საუბრად...

-მითხარი რაც გინდა ვიმსახურებ, ეხლა კი ჩაჯექი მანქანაში...გთხოვ...

-ხელი გამიშვი..ნუ მაიძულებ რომ შეგიძულო...

გეგამ ცივად გაუშვა ხელი...

ნინის უკან არ მოუხედავს ინსტიქტურად მიუყვებოდა გზას და არ იცოდა სად მიყავდა ამ გზას...

მაინც ვერ შეგინარჩუნე, მაინც ვერ დაგავიწყე..

მძულს ვერ ვიტან...

იმეორებდა ერთიდაგივეს და მიდიოდა...

გეგა მიყვებოდა მის ნაკვალევს და ეხლა საკუთარი თავი სძულდა, სძულდა რადგან ნინის ასეთ მდგომარეობაში ხედავდა..

გაგრძელება იქნება...


0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0