x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რისი ეშინიათ ცნობილებს +ვიდეო

ფობია, ეს არის რაიმეს მიმართ პანიკური შიში. ზოგჯერ ამ ყველაფერს არ აქვს ლოგიკური საფუძველი, მაგრამადამიანს მიუხედავად ამისა, მაინც ეშენია. ძირითადად ფობიის დროს ადამიანის ქცევა მიმართულია "საშიში სიტუაციისგან" თავის არიდებისაკენ. ვნახოთ ცნობილებიდან ვის, რა ფობია ჰქონდა.image

პოლიტიკოსები...
უინსტონ ჩერჩილი,
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით კარგი ორატორი გახლდათ. არავინ იცის, რომ მისი პირველი საჯარო გამოსვლა კრახით დასრულდა. მან ეს ახსნა, იმით რომ შეპყრობილი იყო საჯარო გამოსვლის შიშით, რის გამოც ის სიტყვებს იმეორებდა.
ჩერჩილმა საბოლოოდ გადალახა ეს შიში, საჯარო გამოსვლების წინ პედანტური მომზადებით.
პეტრე პირველი გამოირჩეოდა გამბედაობით და ბრძოლის ნიჭით. თუმცა მას ძალიან ეშინოდა ორი რამის, ეს იყო ტარაკანები და მეორე მაღალი ჭერის. მწერის დანახვისას მას ისე იპყრობდა შიში, რომ წყვეტდა მნიშვნელოვან შეხვედრებს და ტოვებდა იქაურობას.image

ავგუსტ ოქტავიანი, რომის იმპერიის დამაარსებელს ეშინოდა ჭექა-ქუხილის. მისი შიში კი განაპირობა ერთმა ფაქტმა, მის თვალწინ მეხის დაცემით მოკვდა მონა და დაიწვა პალანკინი. მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო შიშის დამარცხება.
ჩინგის ხანს, უდიდეს დამპყრობელს ეშინოდა ძაღლების. ეს შიში მას ბავშვობიდან მოსდევს, როცა დაინახა როგორ დაგლიჯეს ძაღლებმა ადამიანი. image

ჰიტლერს ეშინოდა სტომატოლოგების, ამიტომ სულ ქონდა პრობლემები კბილებთან დაკავშირებით.image

მუამარ კადაფს წყალსა და სიმაღლეზე დიდხანს ფრენა აშინებდა. ასევე მას არ შეეძლო 35 საფეხურს ასცდენოდა. სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს ის ძირითადა კარავში ათენებდა ან პირველ სართულზე ატარებდა ღამეს.image


იმპერატორი ირაკლის არაბეთთან დამარცხების შემდეგ დაეწყო შიშები და ფობიები, რაც მისი კრუნჩხვების მიზეზი ხდებოდა.image

საზოგადო მოღვაწეები....

ზიგმუნდ ფროიდს
ეშინოდა იარაღის. (ფსიქოანალიზის სკოლის დამაარსებლისგან ამას ნამდვილად არ ველოდი. :))


რიჩარდ ნიქსონს
ეშინოდა საავადმყოფოების. ის ფიქრობდა, რომ საავადმყოფოსი გადაყვანა მისთვის ფატალურად დასრულდებოდა.

ვარსკვლავები....
image

კარმენ ელექტრას
ეშინია წყლის, ის სანაპიროსთან მიახლოვებასაც ვერ ბედავდა, და იწყებდა პანიკას.


image

ჯონი დეპს
ეშინია ჯამბაზების, რომელთაც მოხატული სახე აქვთ.

კრისტინა რიჩს ეშინია სახლის მცენარეების, რატომღაც მათ სიბინძურესთან აკავშირებდა.
ჯენიფერ ენისტონს თვითმფრინავით ფრენის ეშინია.

ნიკოლ კიდმანს პანიკურად ეშინია პეპლების.
image



შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, ვარსკვლავების ფობიების შესახებ.
წყარო:http://gopsy.ru


0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0