x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424460
5 მარტივი გზა თქვენი ბებია-ბაბუის ბედნიერებითვის.

ხანდაზმულ ნათესავებს ხშირად აწუხებთ მარტოობისა და დაშორების განცდა, რაც არცთუ ისე სასიამოვნოა მათთვის.

რუსი ფსიქოანალიტიკოსი და თერაპევტი იულია ბუკინგა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულებში მარტოობის გრძნობა ჩნდება პიროვნებაში, როდესაც ის დანაკარგებს განიცდის. ჯანმრთელობის დაკარგვა, მეგობრები, ჩვეულებრივი შემოსავლები და შესაძლებლობები, შვილები და ახლო ნათესავები.

image


მარტოობა განსაკუთრებით მწვავე ხდება, როდესაც გარე სამყაროსგან იძულებითი (მკვეთრი ან თანდაყოლილი) იზოლაციაა: ადამიანი ავადმყოფობს, კარგავს მობილობას, თითქმის მთლიან დროს ახარჯავს საკუთარ თავს.

მაგრამ ასეთ სიტუაციაში შესაძლებელია ხანდაზმული ადამიანების გადაბირება და რამით დაკავება. აქ არის ხუთი მარტივი გზა.


1.მოსმენა

მნიშვნელოვანი ფაქტორია მოხუცის მოსმენა.მას უყვას ძველი ამბების გახსენება და გადმოცემა.შესაძლოა დაავიწყდეს თუ რა მოხდა წინა კვირას, მაგრამ აუცილებლად ემახსოვრება თავისი სტუდებტობა და ზოგადად ახალგაზრდობა.

მას აუცილელად ექნებოდა ახალგაზრდობაში რაიმე ჰობი ან მიზნი.მაგ: ხატვა.მიეცით უფლება დაეხმაროს თქვენს შვილებს ხატვში ან მსგავს საკითხებში. ბებიებმა და ბაბუებმა აუცილებლად იციან ისეთი რამ რაც თქვენს ოჯხს უთუოდ გამოადგება, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ გეტყვით.უბრალოდ საჭიროა დაუსვათ კითხვები და მოუსმინოთ.ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

2.ასწავლეთ სიახლეები.

თუ ბებია და ბაბუა თქვენგან შორს ცხოვრობენ და არ გაქვთ მათი ხშირად ნახვის საშუალება შესაძლებელია ასწავლოთ მას ინტერნეტისა და ტექნიკის გამოყენება.სცადეთ.ეს მათაც წაახალისებს და თქვენც.


image

3.საუბარი

ისაუბრეთ მათზე ყოვედღიურ ცხოვრებაში.თუნდაც მეზობელმა მოგიკითხოთ, აუცილებლად ახსენეთ ბებია და ბაბუა და მათი როლი თქვენს ოჯახში.ნუ დატოვებთ მათ მადლიერებისა და წახალისების გარეშე.

4.დაეხმარეთ.

თუ მაინც შეუძლიათ აკეთონ ოჯახის საქმე დაეხმაეთ.მარტივია გადმოწმინდოთ მტვერი ან გაასუფთავოთ ხალიჩა.გააკეთოთ კერძი და მიართვათ ან დაეხმაროთ სადილის გაკეთებაში. ხოლო თუ ფიზიკურად აქტიურები არიან გაასეირნეთ, წაიყვანეთ კინოში ან თეატრში ან სულ უბრალოდ დაპატიჟეთ ოჯახურ ვახშამზე.ეს მათ უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.

image

5.ჯანმრთელობის მონიტორინგი.

შესაძლოა მათ რაიმე აწუხებდეთ და არაფერს ამბობდნენ.ან საკმარისი ფინანსური მდგომარეობა არ ქონდეთ ამისთვის.ასეთ სიჩუმეს მივყავართ მძიმე შედეგებამდე.მიიყვანეთ ის ექიმთან კონსულტაციაზე, თუნდაც გაჯიუტდნენ.


არის შემთხვევები როდესაც ხანდაზმულ ადამიანებთან ურთიერთობა არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ, მათი შვილები და შვილიშივილები, მათზე ახალგაზრდები და ცოტა მოთმინება და ყურადღება აუცილებელია.

გვახსოვდეს რომ ჩვენც დავბერდებით და ჩვენც დაგვჭირდება ყურადღება, ისევე როგორც ჩვენს ბებიასა და ბაბუას.ეცადეთ გახადოთ მათი ცხოვრება მდიდარი და ნათელი.


0
14
11-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0