x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინტერნეტ-თაღლითობა გაცნობის საიტიდან:როგორ "გადააგდო" უკრაინელმა გოგონამ ყურებამდე შეყვარებული შოტლანდიელი
imageშოტლანდიელი შეფ-მზარეულს კოლინ ორს შეუყვარდა უკრაინელი გოგონა, რომელიც როგორც გაირკვა თაღლითი აღმოჩნდა.


კოლინ ორმა გოგონა ინტერნეტით გაიცნო და მალევე გააჩაღა მიმოწერა ეფექტურ ქერათმიან ლამაზმანთან. 40 წლის შეფ -მზარეულმა შეიტყო, რომ უკრაინელი ახალგაზრდა ქალი, ოლგა მარჩენკო საბავშვო ბაღში მუშაობდა, მარტო ზრდიდა მცირეწლოვან გოგონას და ცხოვრობდა ქალაქ ლუგანსკში.


ყურებამდე ვირტუალურად შეყვარებული შოტლანდიელი დროდადრო ფულსაც უგზავნიდა ოლგას. ერთთვიანი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ოლგამ მამაკაცს განუცხადა, რომ იგი შეყვარებულია, სურს ედინბურგში მასთან გადასახლდეს და მის გვერდით იყოს.

image


კოლინმა ოლგას გზის ფული შეუგროვა და უკრაინაში გადაუგზავნა.ვირტუალური ურთიერთობიდან 6 თვის შემდეგ მამაკაცი 1 ივლისს ოლგას ედინბურგის აეროპორტში უნდა დახვედროდა. მაგრამ იმ დღეს კოლინს გაწბილება ელოდა.image

მან მთელი დღე ტყუილა იყურყუტა აეროპორტში, არ გამოჩნდა ოლგა მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად და დაკარგა ის 1600 ფუნტი სტერლინგიც, რომელიც ოლგას გაუგზავნა.

image

"თავიდან საიტ Interpals-ზე დავრეგისტრირდი.სადაც ადამიანები ერთმანეთს მთელი მსოფლიოდან ეკონტაქტებიან, მე არ ვაპირებდი გაცნობის საიტზე შესვლას, უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ მძლია და პირველი ვინც შემხვდა ეს იყო ოლგა.ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს, მან მითხრა, რომ ქვრივია და მისი ქალაქი პირდაპირ ფრონტის ხაზზეა, მთხოვდა ფინანსურ დახმარებას..მე ვიფიქრე, რომ თუ არ გავრისკავდი, შესაძლოა რაიმე მართლაც ღირებული დამეკარგა.800-ზე მეტი E-mail გავცვალეთ და 1000 გზავნილი მაინც გვქონდა WhatsApp-ზე.მიგზავნიდა ფოტოებს, ვისაუბრეთ ტელეფონით.მან მითხრა, რომ ვარდისფერი მაისურში იქნება გამოწყობილი, ხოლო პატარა ქალიშვილს წითელი ქუდი ეხურებოდა..ადვილად რომ მეცნო ისინი..ყველაფერი სიმართლე და რეალური მეგონა.

image

აღელვებულმა კოლინმა ოლგა გამოაცხადა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული, საპასპორტო მონაცემების მიღების შემდეგ სამართალდამცავებმა დაიწყეს ოლგას ძებნა, როგორც გაირკვა, ოლგა მარჩენკო მართლაც არსებობს, თუმცა მას არც უფიქრია შოტლანდიაში გადაფრენა, დადასტურებულია ისიც, რომ Western Union-ის საშუალებით ოლგამ თანხა მიიღო.

image

პოლიციას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მართალია ჩანს თაღლითობის კვალი, მაგრამ ძნელი იქნება ამის დამტკიცება. ასე, რომ ყველაფერი კოლინმა საკუთარ გაბრიყვებულ თავს უნდა დააბრალოს.

image

"რატომ წაიღო ჩემი ფული? იცოდა, რომ უბრალო მუშათა კლასიდან ვიყავი..გავყიდე ჩემი ნოუთბუქი და გიტარა, რომ მისთვის თანხა გამეგზავნა..

"პოლიციამ განაცხადა, რომ მისი საპასპორტო მონაცემები ნამდვილია, ასე რომ სრულიად მოტყუებული დავრჩი..აწი არ მინდა, რომ სხვაც ანალოგიურად არ გაბრიყვდეს და იცოდეს ამის შესახებ"

image

უკრაინაში კიბერდანაშაული საკმაოდ გავრცელებულია, როგორც წესი, ხშირად "მომხიბლავი გოგონების" აკაუნტის უკან ჩვეულებრივი თაღლითები სხედან.

ახლა მამაკაცი ცდილობს, რომ დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა უკრაინის მხარეს თაღლითობის ბრალდება წაუყენოს.

1
1038
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1038
  
2018, 16 მარტი, 22:08
ვაი შენს პატრონს))))) მათხოვაროოოოო
0 1 1