x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72031
  • ვიდეო:325224
  • სურათი:427382
კონფლიქტი დედამთილთან და პრობლემის მოგვარების გზები

რძალდედამთილის ურთიერთობა ძალიან ხშირად დაძაბულია. მათ შორის ხშირია კონფლიქტი. ორი ქალის დაპირისპირება ოჯახში არ არის ადვილი საქმე.
ჩვენთან რძლები დედამთილთან კონფლიქტის შესახებ თუ დაქალებთან ყვებიან, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სხვაგვარადაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რძალმა დედამთილს უჩივლა, რადგან ის დილით ძალიან ადრე აღვიძებდა მას. სასამართლომ დედამთილს დიდი ჯარიმა დააკისრა .
გოგონამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ აღვიძებდა დილით დედამთილი, როგორ უთვალთვალებდა და უსმენდა რძალს.image


როგორ მოვაგვაროთ დედამთილთან ურთიერთობა?
როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ზოგს ჰგონია, რომ ამ დროს უმჯობესია იყოსგაჩუმებული. არ გამოხატოს არანაირი რეაქცია . სინამდვილეში, როცა ერთი მხარე მეორეს თავს ესხმის, მეორე მხარე ემსგავსება ბომბს, რომლის მოთმინება ადრე, თუ გვიან სრულდება და მერე უფრო ძნელია მოთოკვა ემოციების.
ამიტომ საჭიროა იშვიათად, მაგრამ მაინც"გამოუშვათ გარეთ ემოციები".
იფიქრეთ იმაზე, რომ თუ შესაძლებელია მშვიდობის მიღწევა, მაშინ
პატარ-პატარა პასუხი საკმარისია. კონფლიქტში არ ვგულისხმობთ ყვირილსა და ცემა-ტყეპას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ძნელია.
თუ კონფლიქტი იშვიათად ჩნდება და მცირე ხასიათისაა დედამთილისგან, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ცივილიზებულად მოგვარება, ანუ არაფერი არ გააკეთოთ. ეძებეთ კომპრომისები. დედამთილი ურჩხული არაა, შეეცადეთ
მასთან ილაპარაკოთ პრობლემაზე.image

სანამ დედამთილთან ბრძოლის სტრატეგიას აირჩევთ, გაუკეთეთ ანალიზი, როგორი ტიპისაა თქვენი დედამთილი და შესაბამისად უპასუხეთ.
რკინის ლედიimage

ასეთი ქალები სულ დარწმუნებული არიან საკუთარ სიმართლეში. მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, სანამ არ დაწყნარდება ამის შემდეგ ლოგიკურად და წყნარად აუხსენით სიტუაცია. არ გაექცეთ მასთან დიალოგს.

ინტრიგანიimage

არასოდეს არ გესხმით თავს ღიად. მას უყვარს მანიპულირება. ინტრიგების ხლართვა. ამ შემთხვევაში რეკომენდაციაა თავი შორს დაიჭიროთ, დიალოგს მასთან აზრი არ აქვს.
image

ინფანტილური
არ არის ბოროტი, მაგრამ არის ემოციური. მან არ იცის, როგორ აკონტროლოს თავი. შეუძლია იყვიროს, დაამსხვრიოს ჭურჭელი, ხოლო შემდეგ განიცადოს სინანული და სირცხვილი. ის არის როგორც დიდი ბავშვი - ამიტომ აკონტროლეთ სიტუაცია თავად, კონფლიქტის გარეშე.

მტირალაimage

გამოხატეთ მასთან ემპათია. მოუსმინეთ მის საჩივარს ყურადღებით. სვხვა
შემთვევაში ის დაგახრჩობთ თქვენც და თქვენს მეუღლესაც საჩივრებით.



წყარო:http://womenparadise.ru



6
90
10-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
90
  
1 ოქტომბერი, 22:56
მარტალია
1 ოქტომბერი, 22:31
ჩემს გარშემო მაგის პრობლემა არა, უფრო იმის პრობლემაა, რომ დედამთილებს შვილების ეგოიზმური სიყვარული მიყვებათ და ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონაც სხვის შვილს გაყვნენ და მათი შვილიც სხვის შვილს მოიყვანს. რძლებსაც გვმართებს მათი პოზიციის გათვალისწინება ბევრ რამეში, თუმცა შენს ეგოიზმს შესწირო ახალგაზრდა ოჯახი, ამას ვერ გავამართლებ.
1 ოქტომბერი, 20:49
ხოო, მძიმე თემაა ნამდვილად. :) საქართველოში ნელ-ნელა გვარდება რაღაცეები...
1 ოქტომბერი, 20:47
ქართულ რეალობაში ცოტა ძნელია "დედიკოს კალთას" მოაშორო ვაჟი, ასე ზრდის ქართველი ბიჭს. რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია
1 ოქტომბერი, 20:42
ეს დედამთლებზე და რძლებზე ცალკე სტატიას დაწერდა კაცი :D "როგორ მოვარჯულოთ თავხედი რძალი?" რაიმე მაგის მსგავსი :D
1 ოქტომბერი, 17:07
ზოგჯერ ადამიანს არაჯანსაღი ფსიქიკა ბოლომდე მიყვება, ამ დროს კი მოთმინება და კომპრომისი უადგილოა ვფიქრობ. ცალკე, შორს, იზოლირებული ცხოვრება ყველაზე კარგი გამოსავალია.
0 1 6