x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72031
  • ვიდეო:325224
  • სურათი:427382
10 ცნობილი ადამიანი,რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა

1 გია ფერაძე-1985წლის 19 მარტს მსახიობმა გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა.

image


2)თამაზ ნამგალაური-ქათველი ძიუდოისტი, საბჭოთა კავშირის და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი.1988 წელს დააკავეს საკუთარი ნათესავის, 9 წლის გოგონას, გაუპატიურების და მკვლელობის გამო.სიკვდილით დასაჯეს 1991 წლის 25 ოქტომბერს.

image


3)სიდ ვიშესი -ჯგუფ "სექს-პისტოლზის" ბასისტმა და ლიდერმა 1978 წელს მოკლა საკუთარი შეყვარებული ნენსი სპუნგენი, მუსიკოსმა აღიარა, რომ მისი მოკვლა არ სურდა, სასამართლომდე საქმე ვერ მიდგა, რადგან ვიშესი მკვლელობიდან რამდენიმე თვეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა.

image


4)უილიამ სიუარდ ბეროუზი-ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი–ნოველისტი, ესეების ავტორი და ჟურნალისტი.1951 წლის 6 სექტემბერს მან შემთხვევით (უფრო გაუფრთხილებლობით და სიბრიყვით) მოკლა საკუთარი ცოლი ჯოან ვოლმერი(ქალმა თავზე ჭიქა დაიდო, უილიამსს უნდა მოერტყა), უილიამი ციხეს გადაურჩა და ერთი დღეც არ მჯდარა საპატიმროში.

image


5)ო ჯეი სიმპსონი-ამერიკელი მსახიობი და პროფესიონალი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ეჭვმიტანილი იყო ცოლის, ნიკო ბრაუნის და მისის საყვარლის მკვლელობაში 1995 წელს.

სიმპსონის პროცესი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოშიც.მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესების შემდეგ სიმპსონი გაამართლეს, იგი სიკვდილით დასჯას გადაურჩა.

image


6)ფილ სპექტორი-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი პოპ-მუსიკის ისტორიაში, იყო როლინგ სტოუნზის, ბიჩ ბოიზის, ბითლზის, შერის, რამონესის, ლეონარდ კოენის, სელინ დიონის და სხვათა პროდიუსერი და არანჟირების ავტორი, 2003 წელს საკუთარ სახლში ცეცხლასროლი იარაღით მოკლა 40 წლის მსახიობი ლანა კლარკსონი.

6 წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სპექტორს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

image


7)სნუპ დოგი-90-იან წლებში ცნობილი რეპერს და მის პირად მცველს ბრალი დაედოთ კონკურენტ ბანდის წევრის მკვლელობაში, თუმცა სასამართლოზე რეპერმა განაცხადა, რომ მკვლელობა მოხდა თავდაცვის მიზნით, სასამართლომ ვერ დაუმტკიცა ბრალდება რეპერს და იგი გაამართლა.

image


8)ჯონი ლუისი-ჰოლივუდის მსახიობი და სერიალების ვარსკვლავი 2012 წელს სახლში შეეჭრა 81 წლის მოხუცს და მოკლა, შემდეგ კი სახლის სახურავზე აძვრა და იქიდან გადმოხტა.მსახიობი 31 წლის იყო.

image

9)ვალენტინა მალიავინა-საბჭოთა და რუსი მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი "მუსიკალური ფილმის "მეფე–ირემის"ვარკვლავმა 1983 წელს საკუთარ სახლში დანით მოკლა არაოფიციალური ქმარი სტანისლავ ჟდანკო.მსახიობს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

image

10)რობერტ ბლეიკი-იტალიელ -ამერიკელი მსახიობი, განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმებით "დაკარგული გზა"(Lost Highway ) და 'ცივსისხლიანი მკვლელი"( Cold Blood).2002 წელს დააკავეს, მეორე ცოლის, ბონი ლი ბაკლის მკვლელობის გამო.2005 წელს მსახიობი სასამართლომ გაამართლა და ბრალდება მოუხსნა.

image

4
1687
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1687
  
6 ოქტომბერი, 22:21
ეს ბეროუზი და მისი ცოლი დიდი ჩერჩეტები ყოფილან
5 ოქტომბერი, 18:32
შემთხვევით გაუვარდა,თუ განზრახ იმხელა კაცს უნდა სცოდნოდა, რომ საშიში ნივთი იყო და ერთხელაც ვიღაცას ცუდს შეამთხვევდა.
თამაზ ნამგალაური კი ნამდვილად დასახვრეტი იყო და თვითონაც ითხოვდა,თავისი თავის ამბავი რომ იცოდა,მაგრამ,როგორც მერე გამოჟონა ინფორმაციამ, სანამ მოსკოვიდან ნებართვა მოვიდოდა ქვეყანა აირია, სსრკ დაემხო, ციხიდან გამოაპარეს და დღესდღეობით იაპონიაში იმალებაო.
4 ოქტომბერი, 7:52
მჯერა 100%-ით მასეთი პიროვნება მკვლელობას განზრახ ვერ ჩაიდენდა
4 ოქტომბერი, 7:45
გიას შემთხვევით გაუვარდა ის კალმის სასროლი,რომელიც ჩამოიტანა ამერიკიდან,მას არ ქონდა მეუღლის მკვლელობა ჩაფიქრებული,დამერწმუნეთ!!!
0 1 4