x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მცხეთის ანსამბლ "როკვა"ს ძლიერი და ემოციური გამოსვლა ფესტივალ "მცხეთა ART GOLD"-ზე
მცხეთის კულტურის ცენტრში 28 და 29 სექტემბერს გაიმართა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი "მცხეთა ART GOLD", რომლის უშუალო ორგანიზატორიც გახლდათ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება და ქალაქ მცხეთის მერია. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის როგორც ქორეოგრაფიული, ასევე ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლები. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე კოლექტივს გადაეცა დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქალაქ მცხეთის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა", რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქ-ნი ნინო იმერლიშვილი, ჩვენი მკითხველისთვის უკვე საყვარელმა ანსამბლმა მაყურებლის წინაშე წარადგინა ცეკვა "ყაზბეგური", რომელმაც დარბაზი ორმაგად გამოაცოცხლა და ქართულმა ცეკვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი უნიკალურობა.

მცხეთის ქორ.ანსამბლი "როკვა"


გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ანსამბლის ქორეოგრაფთან ბ-ნ გიორგი პატაშურთან, რომელიც გვიამბობს ფესტივალის შესახებს, მის ანსამბლზე და ა.შ.

გიორგი, ქალაქი მცხეთა გახლდათ ამ ფესტივალის ორგანიზატორიც და მასპინძელიც, როგორ მოგეწონათ აღნიშნული ფესტივალი და როგორ შეაფასებდით მოკლედ რომ გვითხრათ.


-ასეთ სერიოზულ ფესტივალს მცხეთამ პირველად უმასპინძლა, ძალიან მომეწონა ორგანიზება, რაც ორგანიზატორების უდავოდ პროფესიონალიზმის დამსახურებაა. მომეწონა, რომ "მცხეთა ART GOLD" როგორც დაანონსეს, აქტიუს სახეს მიიღებს და ჩატარდება ყოველ წელს. დასაფასებელია, რომ ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები და ა.შ. მრავალფეროვანი და საიტერესო ფესტივალი იყო.

გიორგი, თქვენი ანსამბლის გამოსვლით კმაყოფილი ხართ? რას იტყვით, იმ ფაქტზე რამაც თქვენი მოცეკვავეების შეშფოთება გამოიწვია?

-კმაყოფლებას რაც შეეხება, დიახ! კმაყოფილი ვარ ჩემი მოცეკვავეების ყაზბეგურით, ბიჭებმა შეასრულეს ის რაც ჩემგან დავალებული ქონდათ და მაყურებლამდე მიიტანეს ის ემოცია, რაც ცეკვა ყაზბეგურს თან ახლავს. რაც შეეხება მეორე კითხვას, ეს იყო განზრახ გაკეთებული მცირე პროვოკაცია ერთი ჯგუფისგან, რომლებიც სპეციალურად ისხსდნენ დარბაზში, რომ ფსიქოლოგიურად გაეტეხათ ჩვენი მოცეკვავეები თავიანთი პროვინციული შეძახილებით, თუმცა ყველამ კარგად დაინახა ჩვენი მოცეკვავეების თავშეკავებულობა, ზრდილობა და კულტურა. ჩვენ არავის ვთვლის კონკურენტებად მცხეთაში და დაიმახსოვროს ეს ყველამ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, რომ დაშლილიყო ანსამბლი "როკვა", მაინც არაფერი გამოუვიდათ და პირიქით ჩვენთვის რაღაც ჯგუფების ასეთი ქმედებები უფრო კარგია, მოტივაციის გასაძლიერებლად. არც გვეკადრება აყოლა, რადგან ჩვენ, ჩვენს სათქმელს სცენაზე ვამტკიცებთ!

მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით გიორგი, რათქმაუნდა თუ საიდუმლო არ არის?

-ადგილობრივ კონცერტებს რაც შეეხება, "მცხეთობა" გვიახლოვდება, თუ რა ცეკვებს გავიტანთ ამას ჯერ ვერ გეტყვით, უამრავი კონცერტია, თუმცა ვერც თარიღს და ვერც ცეკვებს გაგიხმელთ. მადლობა, რომ მუდმივად ინტერესდებით ანსამბლ "როკვა"ს სიახლეებით.

მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ!
აღნიშნული ფესტივალი დააგვირგვინა აფხაზეთის სახელწიფო ანსამბლმა "აფზახეთი", რომელიც ჩატარდა 30 სექტემბერს მცხეთის კულტურის ცენტრში.



0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0