x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თამაში სიკვდილთან: გლადიატორები

რომაელი გლადიატორები ისტორიის ყველაზე ცნობილი პერსონაჟები არიან. მათ, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინეს ჩვენს წარმოდგენებზე ძველ რომში გართობების შესახებ. ლიტერატურისა და კინოს წყალობით, უამრავი ლეგენდა შეიქმნა მათი ცხოვრების შესახებ. დღეს რთულია ამ წყაროებით სიმართლის დადგენა და მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ გლადიატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე სიკვდილს თვალებში მხოლოდ იმისთვის უყურებდნენ, რომ სხვები გაერთოთ!


image

imageდა მაინც, ვინ იყვნენ ისინი, არა ლიტერატურული და კინო გმირები, არამედ ნამდვილი გლადიატორები?


გლადიატორული თამაშების შექმნის ისტორიაimage

ტერმინი «გლადიატორი» ლათინური სიტყვისგან «gladiatores» წარმოიქმნა, ხოლო ეს უკანასკნელი – «gladius»-გან არის ნაწარმოები და სიტყვა-სიტყვით, მოკლე ხმალს ნიშნავს. ისტორიკოესბიე ერთი ნაწილის ასრით, გლადიატორების თამაშები საწყისს, ჯერ კიდევ ეტრუსკების (ცივილიზაცია აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდ. ნაწილში, I ათასწლეულში ჩვენს ერამდე) რელიგიური რიტუალებიდან იღებს.

მაგრამ, ასევე ცნობილი არის, რომ გასამართლებულ პატიმრებს ერთმანეთთან ბრძოლას იმისთვის აიძულებდნენ, რომ გარდაცვლილი არისტოკრატებისთვის და მდიდარი თავადებისთვის მიეგოთ პატივი. გლადიატორები ბრძოლითა და გულადობით სიმბოლურად გარდაცვლილებს განასახიერებდნენ.


გალადიატორები როგორც მონები, ისე თავისუფალი ადამიანები იყვნენ


გლადიატორული ბრძოლების ტრადიცია 650 წელზე მეტ ხანს არსებობდა, რაც ამ ბრძოლების პოპულარულობით იყო განპირობებული! ეს ბრძოლები, რომის იმპერიაში, სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი სახეობას წარმოადგენდა. გლადიატორების ბრძოლები ძვ. წ. აღრ. 105 წლიდან – 404 წლამდე სისტემატურად იმართებოდა და მისი წესები საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. თავდაპირველად, გლადიატორები გასამართლებული პატიმრები და მონები იყვნენ. მოგვიანებით, 80 წ. კოლოსეუმის გახსნის შემდეგ, გლადიატორის პროფესიას უკვე თავისუფალი ადამიანიც ირჩევდნენ. რადგან გაჩნდა პროფესია, შესაბამისად, გაჩნდა პროფესიული სასწავლებლებიც, უფრო ზუსტად – სკოლები. გლადიატორების სკოლების მფლობელები ყველანაირად ცდილობდნენ, თავისუფალი ადამიანები დაერწმუნებინათ, რომ მათთან სასწავლებლად მისულიყვნენ, რათა წარმატებული კარიერა გაეკეთებინათ და არცთუ ისე მცირე, საპრიზო ფონდის რაღაც ნაწილი მოეგოთ.

გლადიატორები, ძირითადად, ყოფილი ჯარისკაცები, მეომრები და ის მამაკაცები ხდებოდნენ, ვისაც ფულის შოვნის სხვა საშუალება არა ჰქონდათ. ხან ამ სკოლებში თავადებიც სწავლობდნენ, რომლებსაც თავიაანთი გვარის ღირსების დაცვა და საკუთარი საბრძოლო უნარის დემონსტრირების სურვილი ჰქონდათ.


image

კოლოსეუმი


გლადიატორების სკოლები


გლადიატორების 3 უდიდესი სკოლა რომში იყო, მათ შორის კაპუას სკოლა, რომელიც ცნობილი იყო გლადიატორების მომზადების მაღალი დონით. ხოლო, სკოლის აგენტები პოტენციურ გლადიატორებს მთელი იმპერიის მასშტაბით ეძებდნენ და მათ აგულიანებდნენ, რომ საკუთარი ღირსებისთვის ებრძოლათ.

გლადიატორთა სკოლები სრულად უზრუნველყოფდნენ მოსწავლეების უსაფრთხოებას და გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციას. სკოლის რეჟიმი ციხის რეჟიმისგან არ განსხვავდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს სრულფასოვან 3-ჯერად კვება და საუკეთესო სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ.

სკოლაში მოსწავლეების, მხოლოდ ფიზიკურ გაძლიერებაზე კი არა, მათ სულიერ სიმტკიცეზეც ზრუნავდნენ და საწყის ეტაპზე, თავისუფალი ადამიანები ბორკილებით დაჰყავდათ და საკვების მიღების დროს, საუბრის უფლებას არ აძლევდნენ. ამის სანაცვლოდ, მათ ტურნირებში გამარჯვების შემთხვევაში, ნებისმიერი ჯილდოს და მოგებული ფულის დატოვების უფლება ეძლეოდათ. მომავალი გლადიატორების რაციონი დიდი რაოდენობით ცილებს და ნახშირწყლებს შეიცავდა. ხოლო სასმელებიდან მხოლოდ წყლის დალევის უფლება ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ გლადიატორები ძალიან ბევრს მუშაობდნენ ფიზიკურ ფორმებზე, უმრავლესობა მაინც ვერ აღწევდა სრულყოფილებას. არა და, დამატებითი დამცავი ფენები მუცლის არეში სასურველი იყო, დანით მიყენებული ზედაპირული ჭრილობების გართულებისგან თავის დასაცავად.


image


მოზაიკა, რომელზეც გლადიატორების თამაშებია ასახული. ტრიპოლი, ლიბია, I ს.


გლადიატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა


თვითოეული გლადიატორი ძალიან ძვირფასი ინვესტიცია იყო სკოლის მფლობელისთვის. ამიტომ, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ არენაზე გასული გლადიატორი არ დაღუპულიყო.

ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, სასიკვდილოდ მხოლოდ ერთეულები იბრძოდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ბრძოლაში 5-დან ერთი გლადიატორი იღუპებოდა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ 10-დან – 1. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა 25 წლის ასაკამდც ვერ აღწევდა – ეს იმ პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკად ითვლებოდა.

მიუხედავად გლადიატორის სურვილისა და სკოლის მეპატრონეების მზრუნველობისა, წესების მიხედვით, კოლოსეუმში გამართული თამაშების დროს, იმპერატორის სიტყვა გადასაწყვეტი იყო, ვის უნდა ეცოცხლა და ვინ მომკვდარიყო, სწორედ ის წყვეტდა. გარდა ამისა, მებრძოლის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეში, მაყურებლის აზრიც მნიშვნელოვან როლს თამაშიბდა და საბილოო ჯამში, გლადიატორების ბედი მაინც სხვების ხელში იყო.


ქალი-გლადიატორები


ჩვენს წარმოდგენებში, გლადიატორი აუცილებლად მამაკაცი არის. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გლადიატორულ ბრძოლებში, მხოლოდ კაცები არ მონაწილეობდნენ. ქალებმა ამ თამაშებში მონაწილეობა იმპერატორი დომიციანის მმართველობის (81-96 წწ) დროს დაიწყეს და ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა (146-211 წწ.) არ აკრძალა ამ ბრძოლებში სუსტი სქესის წარმომადგენლების მონაწილეობა.


image

ქალი გლადიატორების რელიეფური გამოსახულება. ნაპოვნია ჰალიკარნასში, თანამედროვე ბოდრუმი (თურქეთი).


გლადიატორების იარაღი


გლადიატორის იარაღი და იკიპირება ბრძოლის დროს, მათ სოციალურ რეიტინგზე იყო დამოკიდებული.

არსებობდა გლადიატორების 4 ძირითადი კლასი: სამნიტები, ფრაკიელები, მურმილონები და რეტიარები. სამნიტებს მოკლე ხმლებს (gladius), მართკუთხედ ფარებს (scutum), აბჯარს (ocrea) და ჩაფხუტები ჰქონდათ. ფრაკიელები მოკლე მოღუნული ხმლებით (sica) და პატარა ზომის კვადრატული ან მრგვალი ფარებით (parma) იბრძოდნენ. მურმილონებს, მეტსახელად «მეთევზეებსაც» ეძახდნენ, რადგან მათ ჩაფხუტებზე თევზის ფორმის «სავარცხელები» ჰქონდათ. ისინი ბრძოლის დროს ასევე იყენებდნენ ხმლებს და ფარებს, როგორც სამნიტები, ხოლო აბჯარი, მხოლოდ ხელებს და ფეხებს უფარავდათ. ყველაზე ნაკლებად დაცულები რეტიარები იყვნენ. მათ არც ჩაფხუტები და არც აბჯარი ჰქონდათ. ხოლო იარაღიდან, მათ განკარგულებაში – სამკაპი და მაჯაზე დახვეული ჯაჭვი იყო, ბრძოლის დროს, მოწინააღმდეგის «გასახლართად».

image

მოზაიკა. 2-3 ს. რეტიარი ცდილობს მოწინააღმდეგის აბჯრის დაზიანებას სამკაპით. ნაპოვნია ნენინგში, გერმანია.


გლადიატორების თამაშების დასასრული


ვინ იცის ეს სისხლიანი თამაშები როდემდე გაგრძელდებოდა და სადამდე მივიდოდა, რომ არა იმპერეტორი ჰონორიუსი (364-423 წწ.), რომელმაც 404 წ. გლადიატორების სკოლები აკრძალა, რითაც ბოლო მოუღო სასტიკ გართობას.

ის ფაქტი, რომ გლადიატორების უმრავლესობა სინამდვილეში მონები კი არა თავისუფალი ადამიანები იყვნენ და სახელის მოსახვეჭად, თუ სწრაფად გამდიდრების სურვილის გამო, საკუთარი ნებით იგდებდნენ თავს საფრთხეში, კიდევ უფრო უცნაურს ხდის ჩვენთვის გლადიატორულ ბრძოლების არსს. დღეს კი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კარგია, თავის დროზე რომ აკრძალეს და მის შემდგომ პოპულარიზაციას შეუშალეს ხელი, თორემ ვინ იცის, ეს ყველაფერი სადამდე მივიდოდა?!



0
1295
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0