x
image
ღიმილიანი
პიკასო და დალი - ორი ესპანელი გენიალური მხატვარი (+ფოტოები)
1. პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთში, იყო მხატვარი და სკულპტორი და მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, იგი გახდა ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ


ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.

imageვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.

image

აფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები).


image

ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.

image

სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.


2.image
ხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიუ ქალაქ ფიგერასში.

image

ნოტარიუსის ოჯახში. სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა, იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”

image

ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.

image


0
309
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0