x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქუჩის პოეზია - როცა სადღაც მიდიხარ და მოულოდნელად დამაფიქრებელ წარწერებს აღმოაჩენ
ალბათ, ხშირად თქვენი თვალით გინახავთ ქუჩებში წარწერები სხვადასხვა პოეტების და მწერლების შემოქმედებიდა...


ჩემთვის, პირადად, ხშირად შეუქმნია ამგვარ სიურპრიზებს განწყობა, ხშირად გავუღიმებივარ და დავუფიქრებივარ....


წარმოგიდგენთ 3 ფოტოს, რომელიც ძალიან მიყვარს:


1. განწირულია სიყვარული, რომლის ერთგულებაც


იმ ადამიანის თმენას ჰგავს,

რომელიც მარხვის დამთავრებას ელოდება.

სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება...

ლაშა მარგიანი


image


2. "სიხარულით თვალებზე
ცრემლი გადმომივიდა,
ხელებს ვშლი და ვყვირივარ,
ღმერთო.... გამოგივიდა !

სიყვარული დიდია,
დავა არ ღირს ამაზე,
ნებისყოფით ვაჯობებთ
ეშმაკს ამ ქვეყანაზე"

ზურა სალუქვაძე

image


3. - თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...

- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.


ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი "პატარა უფლისწული"



image

1
331
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
331
  
2018, 29 ივნისი, 20:39
რა კარგიააა :)
0 1 1