x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ბრედ პიტის განცხადებამ ანჯელინა ჯოლის შესახებ საზოგადოება აალაპარაკა

ბოლო დროს, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ირგვლივ.

ერთი წყაროს მტკიცებით, საქმე მათი შერიგებისკენ მიდის, მეორე წყარო კი პირიქით, საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა ჟურნალისტმა, რომელიც მათი შეხვედრის თვითმხილველი იყო. ჟურნალისტი ყვება, რომ ბრეტს და ანჯელინას ცრემლიანი შეხვედრა ჰქონდათ და წყვილი გამოტყდა, რომ დაშორება ბევრად უარესი გამოდგა, ვიდრე ერთად ყოფნა.

მაგრამ არც ესე მარტივადაა საქმე. ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა ისევ გაავრცელა ინფორმაცია მათი დაპირისპირების შესახებ.


image
image
ინსაიდერმა განაცხადა, რომ ბრედ პიტი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ზრდის ანჯელინა ბავშვებს. მისი თქმით ანჯელინა ვერ უმკლავდება ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ ჯოლი არ შეცვლის შეხედულებებს აღზრდასთან მიმართებაში, ბრედი იძულებული იქნება სასამართლოს მიმართოს.

imageimage

ბრედი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი მეუღლე არ ზრუნავს ბავშვებზე. ინფორმაციის წყაროს სიტყვებით ბრედი დარწმუნებულია, რომ ბავშვები ვერ იღებენ სათანადო განათლებას.ის ფიქრობს, რომ ბავშვებს შეუძლიათ მასწავლებლებზე მანიპულირება თავისი მიზნების მისაღწევად.

imageimage


წყვილი ადრეც კამათობდა ბავშვების აღზრდაზე. ბრედი კატეგორიულად მოითხოვდა მათ კერძო სკოლაში სიარულს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ენჯი.

image

მსახიობს არ მოსწონს ასევე ბავშვების უცნაური ჩაცმულობა და მათი არეული რეჟიმი.

image

„ანჯელინა ყოველთვის თვლიდა, რომ არ შეიძლება ბავშვებს რაიმე შეუზღუდო. ის მათ უფლებას აძლევს ბოროტად გამოიყენონ სწრაფი კვების პროდუქტები და ტკბილეული.

დასაძინებლად მაშინ წვებიან, როცა მოესურვებათ. ბავშვები სიამოვნებით იყენებენ ამ უფლებებს და ამის გამო ისინი იღვიძებენ სადილის დროს „ - ამბობს სანდო წყარო.

imageimage

თუ ჯოლი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ბრედი იძულებული იქნება უკიდურესი ზომები მიიღოს.

imageimage

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ახლა ცხოვრობს თავის ბავშვებთან ერთად : ვაჟებთან - მედოქსთან, პაქსონთან და ნოქსონთან და ქალიშვილებთან - ზაჰარასთან, შაილოსთან და ვივიენთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტი ცხოვრობს რამდენიმე კვარტალის მოშორებით, თვითხილველები აცხადებენ, რომ ანჯელინას აქვს აღებული მთელი პასუხისმგებლობა.

imageimage


ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს თუ არა ზუსტი პასუხი უცნობია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ღირსეულად გამოვლენ ამ რთული სიტუაციიდან.


0
358
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0