x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ნატურალიზმის კორიფე და დრეიფუსის საქმის აქტივისტი
ემილ ზოლა- უდიდესი ფრანგი მწერალი, რეალისტი, ნატურალიზმის ერთ-ერთი მესაძირკვლე, განუზომელია მისი წვლილი თეატრალურური ნატურალიზმის განვითარებაში. ფრანგულ-იტალიურ ოჯახში დაბადებულმა, მალევე გამოავლინა განსაკუთრებული ლიტერატურული და შემოქმედებითი უნარი. image

ბავშვობა:

ემილ ზოლა 1840 წლის 2 აპრილს პარიზში დაიბადა, მამით იტალიელი, დედით-ფრანგი. ბავშვობა ექს-ან-პროვანსში გაატარა, სადაც გაიცნო მხატვარი პოლ სეზანი და ადვილად დაუმეგობრდა მას. ემილ ფრანსუა ზოლამ განსაკუთრებული წვლილი ნატურალიზმის განვითარებაში შეიტანა. მწერლობისადმი ინტერესს ადრეული ბავშვობიდან იჩენს და ამბობს, რომ ერთ დღეს აუცილებლად გახდებოდა ცნობილი მწერალი.


image


ბოჰემური წლები:

1958 წელს ზოლამ ექს-ან-პროვანსი დატოვა და პარიზში დედასთან დაბრუნდა. პარიზში ცხოვრება არ გამოდგა ადვილი. სამსახურში, რომელშიც პირველად მოეწყო, დიდხანს ვერ გაძლო. თანდათან გააფართოვა სანაცნობო წრე, ეცნობა მწერლებს: ბალზაკს, მოლიერს, მონტენს... მის ნაწარმოებებში სხვა თანამედროვეების გავლენაც იგრძნობა, მაგალითად: ჟიულ მიშელი, მისი სამეცნიერო შთაგონების წყარო.

ამ დროს მისი სასიყვარულო თავგადასავლებიც ჩნდება, ხვდება ქალს, რომელიც არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ყოველშემთხვევაში ეს ქალი მას შთააგონებდა და მუშაობის გარკვეულ სტიმულულს აძლევდა. მოგვიანებით წერს :“კლოდის აღსარებას“, რაც სწორედ ამ დროის გავლენითაა დაწერილი.

ზოლა დიდ ინტერეს იჩენს მხატვრობის მიმართაც, მხატვრების სამყარო თანდათან ხიბლავს. მან ამ პერიოდში გაიცნო მანე, რომელიც ასევე აისახა მის შემოქმედებაში, ასევე რენუარი, ალფრედ სისლეი და სხვები. მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის იკავებდა ბავშოვობის მეგობარი-პოლ სეზანი. ამ უკანასკნელთან მეგობრობა თითქოს რაღაცნაირად, ოფიციალურად, 1886 წელს დასრულდა. სეზანმა უკანასკნელი წერილი გაუგზავნა და მას შემდეგ აღარც უნახავთ ერთმანეთი. ამ დროს ზოლამ გამოსცა თავისი ცნობილი რომანი : “შემოქმედება“(L'Œuvre)

ზოლას დამსახურად იცნობენ პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალისტადაც. 1866 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ამ საქმინობაში. მან გამოაქვეყნა არაერთი აქტუალური წერილი, თანამშრმლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: - “ფიგარო“ და “ვოლტერი“. ის, ძირითადად, პოლემიკურ ჟურნალისტიკას მისდევდა, სადაც დაუფარავად ავლენდა მის დადებით და უარყოფით შეხედულებებს იმდროინდელ ფრანგულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, წინა პლანზე ხშირად სწევდა სუბიექტურ ესთეტიკურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებებს რიგი საკითხების მიმართ.

ზოლა ასევე ეურთიერთებოდა გი დე მოპასანს, აფფონს დოდეს, გონკურს და სხვებს.

შემოქმედება და წარმატებები მწერლობაში:

ზოლას სემოქმედებაში, რომელიც, ცალსახად, რეალისტურ-ნატურალისტურია, გამოარჩევენ: “ხაფანგი“ “ქალთა ბედნიერება“ “შემოქმედება“ “ფული“ და “ნანა“

პირველად წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა- “ხაფანგი“, რასაც მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვა.

“ჩემი ოცნებაა კარგ საზოგადოებაში ცხოვრება, რადგან ცუდი წრე ხაფანგს ჰგავს, რომელიც თავისქალას გაგიჭეჭყავს და ერთი დაკვრით ისე გააბრტყელებს და მიწასთან გაასწორებს ქალს, რომარარაობად აქცევს”“-ვკითხულობთ ნაწარმოებში.

ასევე აღნიშვნის ღირსია მისი რიგით მეხუთე რომანი -“აბე მურეს შეცოდება“. ამ რომანით ზოლა ქრისტიანულ ასკეტიზმის და რელიგიის მკაცრი ნორმების თავსმოხვევის წინააღმდეგ გამოვიდა. ბუნებრივია, იმდროინდელ საზოგადოებაში ნაწარმოებს საზოგადოების მხრიდან კიცხვა სხვდა წილად ყოვლადგაბატონებული რელიგიური წესების და ფანატიკური რწმენის გამო.

არ შეიძლება ზოლაზე საუბრისას არ გავიხსენოთ დრეიფუსის საქმე. გახმაურებული პროცესი, რომელიც ათწლიან სოციალ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საფრანგეთის გენერალური შტაბის ოფიცერს, კაპიტან ალფრედ დრეიფუსს ჯაშუშობის ბრალდებას უყენებენ გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ. იგი სამხედრო სასამართლომ ჩამოაქვეითა და სამუდამო გადასახლება მიუსაჯა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. მას ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატისთვის სამუდამო გადასახლება მიესაჯა. ზოლა კი გახლდათ ამ საქმის გამოძიების ერთ-ერთი აქტივისტი. აღნიშნულ ფაქტს ზოლამ გახმაურებული ღია წერილი მიუძღვნა სათაურით:“ბრალს ვდებ“. –(j'accuse), რაც სამართლიანად დამკვიდრდა, როგორც პრესის, მედიის ძალის ილუსტრაცია.

ემილ ზოლა 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1902 წლის 29 სექტემბერს.


0
147
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0