x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71815
  • ვიდეო:324992
  • სურათი:427156
უფინანსობის გამო შეჩერებული რესტავრაცია და გადაუხურავი მუზეუმი

image

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტს კომპანია “მშენებელი 21" ახორციელებს და ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. რაც რესტავრაცია დაიწყო ფინანსური პრობლემების მომიზეზებით სამუშაოები პერიოდულად ჩერდებოდა. სამუშაოები ამჟამადაც შეჩერებულია და მიზეზად კვლავ ფინანსური პრობლემები სახელდება.

image

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯერ გადახურული არაა, ქვიშხეთში კი უკვე წვიმები დაიწყო და არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი. ადგილობრივებს აინტერესებთ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაუხურავი, ჯერ ისედაც დაზიანებული შენობა არ დაინგრეს.

image

ასევე საინტერესოა სად წავიდა ფინანსები, რომლებიც პროექტისთვის წინასწარ იქნა გამოყოფილი.

გიორგი ჩუბინიძე

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0