x
image
გემი დალანდი
როგორ შევამოწმოთ ბენზინის და მანქანის ზეთის ხარისხი
ბევრ მძღოლს აწუხებს კითხვა:რამდენად საიმედო და უსაფრთხოა ავტომობილისთვის ის ზეთი თუ ბენზინი, რომელსაც ვიყენებთ? ვენდოთ ბრენდის სახელს თუ არა? რათქმაუნდა, რეკლამას ბრმად არ უნდა დავუჯეროთ და არაფერი დაშავდება თუ ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით ბენზინის და ზეთის ხარისხს მაინც გადაამოწმებთ.

შევამოწმოთ ბენზინი

1. ვამოწმებთ ქიმიურ მინარევზე

image


დააწვეთეთ ბენზინი ქაღალდზე.შეუბერეთ და დაელოდეთ სანამ გაშრება.თუ გაშრობის შემდეგ ქაღალდი თეთრია ე.ი. ბენზინი ხარისხიანია. თუ ქაღალდზე ლაქა დარჩა ე.ი. ბენზინი სუფთა არაა. მაგ:თუ ცხიმიანი ლაქა დარჩა, ეს ნავთის შემცველობაზე მიანიშნებს. ანალოგიურად შეგიძლიათ შეამოწმოთ თითებით. დაასველეთ ბენზინში თითის წვერები და აცადეთ გაშრობა. თუ კანი სუფთაა და მშრალი-ბენზინი სუფთაა, ხოლო თუ გრძნობთ, რომ კანი გაგიცხიმიანდათ, ბენზინში მინარევებია.

2.ვამოწმებთ ფისის შემცველობაზე

image

დააწვეთეთ ბენზინი მინის ან კერამიკის ჭურჭელს და ცეცხლი მოუკიდეთ. თუ ჭურჭელზე მოთეთრო ლაქები დარჩა ე.ი. ფისი ბენზინში არაა, ან უმნიშვნელო რაოდენობითაა. ყვითელი და ყავისფერი წრეები კი პირიქით, ფისის შემცველობაზე მიანიშნებენ. თუ ბენზინში რაიმე ზეთოვანი მინარევი ან დიზელია გარეული, მაშინ წვის შემდეგ მათი კვალი პატარა წინწკლების სახით დარჩება ჭურჭელზე.

3.ვამოწმებთ წყლის შემცველობაზე

image

ჩაასხით გამჭვირვალე ქილაში ბენზინი და დაუმატეთ “მარგანცოვკა", შეანჯღრიეთ და დააკვირდით, თუ “მარგანცოვკის" ნაწილაკები გაიხსნებიან და ბენზინიც შეიფერება, ეს მასში წყლის არსებობას ადასტურებს.

ბენზინგასამართ სადგურზე, სანამ ბენზინს ჩაასხამდეთ, ბენზინის პისტოლეტს შიგნიდან თითი მოუსვით, თუ კანი გაგიცხიმიანდათ და თითიც გაურკვეველი მასით მოგესვარათ, ბენზინის ჩასხმას არ გირჩევთ.

შევამოწმოთ მანქანის ზეთი

imageგაახურეთ ძრავა 5-10 წთ-ით და გამორთეთ. ამოიღეთ ზეთი და დააწვეთეთ ქაღალდზე. ფურცელი მოათავსეთ თბილ ადგილას და გააჩერეთ 2სთ. შედეგი:

image

ა)თუ ქაღალდი ლაქის კიდეებთან სწორია და ლაქა ერთგვაროვანია ე.ი. წყალი არ ურევია და კარგი ხარისხისაა.

ბ)თუ ლაქის ცენტრი მუქია, ზეთი დაბინძურებულია და უნდა გამოცვალოთ.

გ)თუ ლაქაზე მეტალის ნაწილაკებია ეს ზეთის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

დ)ღია ან მუქი სარტყელი ლაქის კიდეებზე მიუთითებს, რომ ზეთში გაუხსნელი ნაწილაკებია, რომლებიც ძრავას აზიანებენ და უნდა შეცვალოთ.

image

0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0