x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"საზოგადოება 20/30" საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებს
image


„საზოგადოება 20/30“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ შეფასებას ავრცელებს. შეფასებაში ასევე წარმოდგენელია რეკომენდაციები და შენიშვნები. „საზოგადოება 20/30“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს დიალოგისაკენ. ცვლილებების შეფასება რამდენიმე პუნქტადაა წარმოდგენილი.


✔ „დადებითად ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება 2024 წელს, ნაცვლად 2020 წლისა. მივიჩნევთ, რომ 2020 წლისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება არ იქნება მზად დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. თუ ვიმსჯელებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობითა და დღეს არსებული რეალობით, სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედებამ 2020 წელს შესაძლოა გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობთ, 3 წლიანი პერიოდი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ. კერძოდ, განვითარდეს მათი სტრუქტურა, რეგიონალური წარმომადგენლობები. ამ მიმართულებით, გასათვალისწინებელია მათი ფინანსური უზრუნველყოფაც, რაც პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ასევე, აუცილებელია, პარტიები განვითარდნენ იდეოლოგიურ პლატფორმებზე დაყრდნობით. ყოველივე ეს შექმნის ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძველს. შესაბამისად, მეტად ლოგიკური იქნება, ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან.

✔ იმ შემთხვევაში, თუ აიკრძალება პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთაინება, სასურველია, დღეს არსებული საარჩევნო ბარიერის, 5 %-ის შემცირება 3 %-მდე, რათა საკონონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს მეტი პოლიტიკური პარტია. ეს ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმის არსებობას.


✔ არასამართლიან და არათანასწორ გარემოს ქმნის საარჩევნო სისტემაში ე.წ. ბონუსის არსებობა, რომელიც გადაუნაწილებელ ხმებს მიაკუთვნებს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, ვიმეორებთ ჩვენს რეკომენდაციას საარჩევნო ბარიერის 3 %-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. ამ გზით, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაუნაწილებელი ხმების რაოდენობა, რაც მოხსნის ბონუსის სისტემის საჭიროებას.

✔ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს ამ ინსტიტუტის როლისა და მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც დაახლეობით თანაბრად გადაინაწილებს მანდატებს საკანონმდელო ორგანოში (ასევე პოლიტიკურ ლანდშაფტზე), რაც გარანტი იქნება იმისა, რომ ისინი ერთმანეთს დააბალანსებენ, ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანას სჭრდება პრეზიდენტი, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ პარტიათა შორის ძალაუფლებას და შეასრულებს ერთგვარი მოდერატორის ფუნქციას. შესაბამისად, 2023 წლისათვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გაზრდის რისკებს პოლიტიკური სტაბილურობის შესაძლო რღვევის მიმართულებით და შექმნის დამატებით რისკებს. ასევე, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მეტად ლოგიკური იქნება ქვეყანაში ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს არსებობის შემთხვევაში. „საზოგადოება 20/30“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

✔ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს“ გაუქმების შემთხვევაში, გვაქვს რეკომენდაცია, განხორციელდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს“ რეფორმა, რათა ის იქცეს მეტად ოპერატიულ და ეფექტურ ორგანოდ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

✔ დადებითად ვაფასებთ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გარდამავალ დებულებად ჩაწერის საკითხს. ვფიქრობთ, რომ ამ მუხლის ირგვლივ აუცილებელია გაგრძელდეს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსია. გათვალისწინებული უნდა იყოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებები და შენიშვნები.

✔ მივესალმებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ასევე, 2024 წლიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. ეს ცვლილებები უკეთ უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.

✔ დადებითად ვაფასებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გარდამავალ მუხლად წარმოდგენას. ვთვლით, რომ არ არსებობს მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა. რამეთუ, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელბა ქვეყნის უზენაეს კანონში არ არის მიზანშეწონილი. მისასალმებელია, რომ მსგავსი ჩანაწერი არ გაჩნდა კონსტიტუციის პრეამბულაში“- ნათქვამია „საზოგადოება 20/30“-ის შეფასებაში.





0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0