x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ზღაპარი პრინცის გარეშე:იტალიელი ქალი საკუთარ თავს მისთხოვდა


image
ლორა მესის საქორწილო ცერემონია ტრადიციული იყო: თეთრი კაბა, უზარმაზარი საქორწილო ტორტი, ყვავილები. მხოლოდ ერთი რამ აკლდა-სასიძო.

image
"მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს პირველ რიგში უნდა უყვარდეს საკუთარი თავი", - ამბობს ლორა მესი, 40 წლის ფიტნეს მწვრთნელი. "თქვენ შეგიძლიათ იცხოვრონ ზღაპარში პრინცის გარეშეც კი".

image



იტალიაში ქორწინების ეს ფორმა კანონით არაა დაშვებული, ასე რომ ფორმალურად მესი კვლავ გაუთხოვარია.


პატარძალი გახდა მზარდი ტრენდის-"სოლოგამის" ნაწილი - ანუ საქორწინო ურთიერთობა მეუღლის გარეშე .

ამ მიმდევრობის მხარდამჭერები თვითმმრთველ, საკუთარი თავის სიყვარულზე საუბრობენ . ისინი ცდილობენ ისეთივე სოციალური სტატუსი ჰქონდეთ, როგორც ტრადიციულ წყვილებს.

image



ლორა ამბობს, რომ ქორწინების იდეა მას ორი წლის წინ, მამაკაცთან 12 წლის ურთიერთობის დასრულების შემდეგ გაუჩნდა.

image

"მე ვუთხარი ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, რომ თუ ვერ ვნახე მეორე ნახევარი 40 წლის ასაკში, მაშინ ცოლად საკუთარ თავს გავყვები-მეთქი. თუ ერთ დღესაც შევხვდები ადამიანს, რომელთანაც შევძლებ მომავალის დაკავშირებას, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ჩემი ბედნიერება მასზე არ იქნება დამოკიდებული ".

image




მესი აცხადებს, რომ ის პირველი იტალიელი ქალია, რომელსაც ასეთი ცერემონიალი ჩაატარა.თუმცა მსგავსი საქორწინო ცერემონიალი 2017 წლის მაისში, ნეაპოლელმა ნელო რაგინიომაც მოაწყო.


მარტოხელა საქორწილო ცერემონიების შესახებ ცნობები პირველად 1993 წელს გამოჩნდა. იაპონიაში არსებობს ტურისტული სააგენტოც კი, რომელიც ქორწილის ცერემონიალს სთავაზობს ერთ ქალს.


კანადის საქორწინო სააგენტო Marry Yourself Vancouver, რომელიც ვანკუვერშია განთავსებულიარ უჩივის მარტოხელა ქორწინების მსურველებს.

image


რა თქმა უნდა უმეტესობას არ მოსწონს მსგავსი ტენდენცია . მესის სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოებზე მომხმარებელმა ასეთი შინაარსის კომენტარები დატოვეს: "რა მოსაწყენია", " გიჟი ხარ ", "რაღაც მთლად დალაგებული ვერ უნდა იყო". მაგრამ პატარძალი ცდილობს არ მიაქციოს ყურადღება უკმაყოფილო კომენტარებს: "ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, რომ გავღეზიანდე."

ამავდროულად, მასმედიასთან ინტერვიუში ლაურა აღიარებს, რომ სოლო ქორწილი ყველასთვის რეკომენდირებული არ არის. მისი თქმით, როდესაც საკუთარ თავზე ქორწინდები, ბევრი ფული უნდა გქონდეს, სხვების მხარდაჭერას გრძნობდე და ამავდროულად ცოტა სიგიჟეც საჭიროა.

0
32
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0