x
image
George Chubini
აკრძალული ,,გორათობა" ხაშურში
image

ეს გახლავთ გორათის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქ. ხაშურში. ოდესღაც კი გორათი ცალკეული დასახლებული პუნქტი იყო, მოგვიანებით ქ. ხაშურის უბნად იქცა. ეს ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით და შეკეთებულია XIX საუკუნეში. მოქმედია 1999 წლიდან.
ჯერ ამ სოფლის, შემდგომ კი უბნის დღეობა იყო “გორათობა", რომელიც 8(21) მაისს აღინიშნებოდა.

სამწუხაროდ, “ცნობის ფურცელის", 1905 წლის 1 მაისის ნომერში შემდეგ განცხადებას ვკითხულობთ:

“ჩვენ ხაშურში (მიხაილოვი) მცხოვრებლებმა მოვახდინეთ ყრილობა და დავადგინეთ, რომ დღეის შემდეგ სამუდამოდ მოვსპოთ ყრუ დროიდან მიღებული ჩვეულება და აღარ გადავიხადოთ დღეობა “გორათობა" (8 მაისი), რომელსაც უზომო ხარჯთან ერთად ხშირად უსიამოვნობაც მოჰყვება ხოლმე. ამით ვაცნობებთ მეგობრებს და ნათესავებს, რომ ნუღარ გვეწვევიან ხსენებულ დღეს. ესეც უნდა იცოდნენ, რომ ვინც ჩვენგანი “გორათობა" დღეს ხარჯს გადაიხდის და სტუმრებს მიიწვევს, ჯარიმად გადახდება ხუთი თუმანი სოფლის სასარგებლოდ.
ნიკოლოზ სიხარულიძე, ნიკოლოზ თევდორაშვილი, სანდრო ბითაძე, ლევან ბოლოკაძე, სტეფანე ნოზაძე, დავით ქიტიაშვილი, თედო აბაიაძე, ზაქარია ბოლოკაძე, ზაქარია აბაიაძე, ჩიტო ბოლოკაძე, დათა იბაიაძე, დათა ნაცვლიშვილი".


გორათის ეკლესის ეზოში 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალია აღმართული.

გიორგი ჩუბინიძე

imageimage

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0