x
image
natia.a
როგორ ვაქციოთ პატარა აივანი კომფორტული დასვენების ადგილად - იდეები ყველასთვის
image

როგორც წესი, ბინის შეძენისას უმეტესი ჩვენგანი აქცევს ყურადღებას აივანის არსებობა/არარსებობას. სამწუხაროდ, ბინების უმრავლესობას ძალიან მცირე ზომის აივანი აქვს და მფლობელებიც, დარწმუნებულნი იმაში, რომ ასეთ პატარა ფართობზე მნიშვნელოვანი რამის გაკეტება წარმოუდგენელია, აივანს უყურადღებოდ ტოვებენ. დიასახლისები კი მას მხოლოდ სარეცხის თოკებთან გასასვლელ ადგილად იყენებენ.

არადა რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, თუნდაც სულ მცირე ზომის აივანზე...

თუ ადამიანს საკმარისი ფანტაზია და ნებისყოფა აქვს, პაწაწუნა აივანზეც კი შეიძლება პატარა "სამოთხისა" და განტვირთვის ადგილის მოწყობა. ქვემოთ სწორედ ასეთი აივნის მოწყობის რამდენიმე იდეას გთავაზობთ.



image

პატარა აივნის ფართობი ძალიან შეზღუდულია, აიმტომ კარგი იქნება, თუ კედლებსაც გამოვიყენებთ - მაგალითად, შეგვიძლილა მათზე თაროების დამაგრება. ხოლო თუ კედლებს ფოტოებით მოვრთავთ, ინნტერიერი ნამდვილად დაუვიწყარო გახდება.

image

სივრცის ეკონომიის მიზნით, ვიწრო აივანზე მოსახერხებელია გასაშლელ ავეჯს გამოყენება. ასე ზაფხულში შეგეძლებათ ახლობლებთან ერთად აივანზე ჩაი ან ყავა მიირთვათ, ზამთარში კი, როცა მაგიდა და სკამები უკვე აღარ დაგჭირდებათ, შეძლებთ აკეცოთ და შეინახოთ.


imageimageimage

თუ მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ სულ პატარა ოაზისი მოიწყოთ. ამისთვის აივნის მოაჯირის და კედლების გამოყენებაც შეიძლება.

image

კედლებისა და იატაკის ორგინალური გადაწყვეტა სულ პატარა აივანსაც კი სტილურ იერს მისცემს.

image


ცისფერი კედელი და დაწნული ავეჯი ქალაურ ბინაში ზღვის განწყობას შემოიტანს.

image


ვარდისფერი ავეჯი, ფარდები და ყვავილები პატარა აივანს ქალბატონების შეკრებისთვის სასიამოვნო ადგილად აქცევს.

image

არც მანათობელი გირლანდისა და სანთლის გამოყენება იქნება ურიგო.

image

გასაშლელი გაზონის გამოყენებაც არ არის ცუდი იდეა...

imageimage

კიდევ ერთი იდეა მცენარეების მოყვარულთათვის...

image

პატარა აივანი იდეალური ადგილია სამუშაო სივრცის მოსაწყობად - მთავარია შესაბამისი მაგიდა და სკამი და სათანადო განათება.

image

ნათელი და მკვეთრი ფერების გამოყენებით კი შეძლებთ აივანზე მუდამ საზაფხულო განწყობა გქონდეთ შექმნილი.

image

ასეთ დივანზე ყავის ან გამაგრილებელი სასმელის მირთმევა ხომ ერთი სიამოვნება იქნება...

image

ზოჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთებმა შეიძლება ყველაზე ადვილად შექმნას ნამდვილი კომფორტის შეგრძნება...

image

ეს კი ყველაზე ორიგინალური და უცნაური გადაწყვეტა:

image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ ვაქციოთ "ხრუშოვკა" სასიამოვნო ბინად - იდეები 1 და 2 ოთახიანი ბინებისთვის

image

2. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

3. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს

image

5. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

6. როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ!

image

7. რატომ არის ზოგიერთ ბინაში ფანჯარა სამზარეულოსა და ტუალეტს შორის - ეს უნდა იცოდეთ!

image

0
1623
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0