x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ურალის ჩერნობილი:რადიაციული ავარია,რომელსაც ტრადიციულად წლების განმავლობაში მალავდა საბჭოთა კავშირი
imageზუსტად 60 წლის წინ, 1957 წლის 29 სექტემბერს, ურალში, გასაიდუმლოებულ საწარმო "Маяк"-ში მოხდა რადიაციული ავარია, რომელიც დახურულ ქალაქ ჩელიაბინსკ-40-ში(ამჟამად ოზერსკი) მდებარეობდა.რადიაციულ კატასტროფას უწოდეს "კიმშტინსკის ავარია"(იქვე ახლოს მდებარე ტბის სახელი).


აფეთქების შედეგად რადიაციული ნარჩენების მოცულობა 300 კუბი მეტრი იყო, რადიაციული დაბინძურების ზონაში მოექცა კომბინატი "Маяк", სამხედრო დაბა, სახანძრო ნაწილი, პატიმართა კოლონია და შემდეგ გავრცელდა 23 000 კვ/კმ-ზე სადაც ცხოვრობდა 270 000 ადამიანი 217 დასახლებული პუნქტით.image

ავარიის მიზეზი გახდა გუმბათის ფორმის საცავის ჩანგრევა, რომელმაც საკუთარ წონას ვეღარ გაუძლო, რომელიც პროექტის ავტორმა, ინჟინერმა ვასილი საპრიკინმა"გაძლიერებულად დაცულად და უსაფრთხოდ"შექმნა.

საცავში უზომოდ ბევრი რკინა-ბეტონი ჩაასხმევინა, თუმცა მოგვიანებით თვითონვე დაეჭვდა.


კაზუტოვის მოგონებიდან:

ერთხელ მთავარი ინჟინერი, ვასილი საპრიკინი მოვიდა საცავის სანახავად, შუადღე იყო და მზე მაგრად აცხუნებდა:

-საკუთარ წონას რომ ვერ გაუძლოს?

-თუ გინდათ ორთქლმავალიც დაადეთ ზედ თავის ტენდერით-ხუმრობით ვუპასუხე მე.

ვასილი ანდრეევიჩს ჩემს ხუმრობაზე ჩაეცინა და შემდეგ ჩაფიქრდა და როგორც მე მომეჩვენა ოდნავ გაბზარული ხმით მიპასუხა:

–ვინ რა იცის რა ძალა სჭირდება, რომ დაინგრეს?

image
image

უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციისას, დასახლებული ტერიტორიების ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილებიდან, კერძოდ 23 სოფლიდან 10 დან 12 ათასამდე ადამიანი გახიზნეს, ხოლო შენობები, ქონება და პირუტყვი განადგურდა. 1959 წელს რადიაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა სანიტარიული დაცვის ზონის შექმნა რადიოაქტიური ბილიკის ყველაზე დაბინძურებულ ნაწილზე, სადაც ყველა ეკონომიკური საქმიანობა აკრძალული იყო, ხოლო 1968 წელს ამ ტერიტორიზე აღმოსავლეთ ურალის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა.image

დღეისთვის დაბინძურებულ ზონას ეწოდება აღმოსავლეთ ურალის რადიოაქტიური კვალი.


ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდა ასობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რომელმაც მიიღეს მნიშვნელოვანი რადიაციული დოზები.


image

სამთავრობო კომისია, რომელიც 1957 წლის ნოემბერში შეიქმნა ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ დასახლებებში: კარაბოლკა, სამხრეთ კონოვო, ალაბუგა და კონოვსკის ვოლფრანის ღელესთან ინტენსიური დაბინძურება შეინიშნებოდა. გადაწყდა დაბინძურებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გასახლება (4650 პირი) აგრეთვე დაბინძურდა 25 ათასი. ჰექტარი სახნავი მიწა.

image

კატასტროფის სოციალური და ეკოლოგიური შედეგები ძალიან სერიოზული იყო. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მრავალმა(ძირითადად მოხუცებმა) გააგრძელეს ცხოვრობსა დაბინძურებულ ტერიტორიებზე გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის პირობით. სიტუაცია მნიშვნელოვნად ართულებდა ის ფაქტიც, ავარიის შედეგად რადიაციულად დაბინძურდა წყალსაცავები, საძოვრები, ტყე და სახნავ-სათესი მიწა.

დაბინძურების მაჩვენებელი 2 კიური იყო კვადრატულ კილომეტრზე.

ქონება, პირუტყვი, სახლები და მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. 20 ათასი კვ.კმ დაკარგულად ჩაითვალა და ამოღებული იქნა სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწების ნუსხიდან.

image

აფეთქების შემდეგ 29 სექტემბერს ცაში აიტყორცნა 1 კილომეტრის სიმაღლის კვამლი, რომელიც ნარინჯისფერ-მოწითალო ფრად კაშკაშებდა, რომელიც 300 კილომეტრით დაშორებულ ტიუმენშიდაც კი ხედავდნენ.


6 ოქტომბერს გაზეთ "Челябинский рабочий"-ში შემდეგი ხასიათის სტატია გამოქვეყნდა:"გასულ კვირას ჩელიაბინსკის ოლქის და მეზობელი რაიონების მაცხოვრებლები ცაზე თვლს ადევნებდნენ არაჩვეულებრივ, იშვიათ ბუნებრივ მოვლენას, რომელიც ჩრდილოეთის ციალით არის ცნობილი, ცა ხან მოვარდისფრო ფერის იყო ხან მოცისფო-იისფერ ელფერს იძენდა..."


დიდი ხნის განმავლობაში, ამ დიდი ავარიის შესახებ საბჭოთა კავშირი არაფერს იტყობინებოდა. მთავრობა და ოფიციალური პირები ქვეყნის მოსახლეობას და ურალის რეგიონის მკვიდრთ, დიდი ხნის განმვლობაში უმალავდნენ, რომ რადიოაქტიური დაბინძურების ზონაში ცხოვრობდნენ.imageimage

რადიაციული ნივთიერებების დაბინძურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილეს.

თუმცა, თითქმის შეუძლებელი იყო 1957 წლის კატასტროფის სრულად დამალვა.


რამდენიმე უცხოურ გამოცემის ყურამდე მივიდა კატასტროფის ამბავი, (პირველად კოპანჰაგენის გაზეთმა Berlingske Tidende -დაწერა 1958 წელს)თუმცა ინფორმაცია ზუსტი არ იყო და სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა. მხოლოდ 1976 წელს ბიოლოგმა ჟორეს მედვედევმა გამოაქვეყნა რეალურად თუ რა მოხდა 1957 წელს ურალში ინგლისურ ჟურნალ The New Scientist-ში.


0
230
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0