x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ჰენრი კუპრაშვილმა ხაშურის ბიბლიოთეკას 1700 წიგნი გადასცა

image

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით საკმაოდ მდიდარია. მიუხედავად ამისა წიგნების შემატება ყოველთვის გამორჩეული ფაქტია. 2017 წლის 28 სექტემბერს ისტორიკოსმა, ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა, მოცურავემ, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰენრი კუპრაშვილმა ბიბლიოთეკას 1700 წიგნი გადასცა. გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ესწრებოდა.

ჰენრი კუპრაშვილი: “ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ასე სჯობს, რადგან წიგნი ხალხში გასვლით სიცოცხლეს შეიძენს, გაცოცხლდება, ბევრისთვის საჭირო გახდება, ფუნქციას არ დაკარგავს, სახლში კი თითქოს მკვდარიაო...".

ჰენრი კუპრაშვილი 1946 წლის 13 სექტემბერს ხაშურში დაიბადა. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი ხაშურისადმი დიდი სიყვარულის და ხაშურის ბიბლიოთეკისათვის პირადი ბიბლიოთეკის ერთი ნაწილის გადაცემის ერთ-ერთი მიზეზი.

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0